NEW WAVE

QEU_Print

ქეუ მეფარიშვილი, 20 წლის, არტისტი.

1.რამდენად რეალისტურია სხეულის ის იდეალები, რომლებიც დამკვიდრებულია საზოგადოებაში და მედია მუდმივად ახდენს ასეთი იმიჯების პროპაგანდას? მოქმედებს თუ არა ეს შენზე?

ქეუ: ყველა ეპოქას აქვს სილამაზის ეტალონი. რენესანსის ხანაში ჯოკონდა იყო. გარკვეული დროის შემდეგ, უბრალოდ, თვალი იღლება ერთნაირი იმიჯებით. თუ ადრე მხატვრები ტილოს საშუალებით ახდენდნენ პროპაგანდას, ახლა მას სხვადასხვა მედია საშუალება ჩაენაცვლა. ჩვენს ეპოქაში ეს- თეტიკური აღქმა ბევრად სწრაფად იცვლება, ვიდრე წინათ. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად, ჩემზეც მოქმედებს ეს სტანდარტები.

2. როგორ გააგრძელეს ცხოვრება შენმა კლასელმა გოგოებმა სკოლის დამთავრების შემდეგ და, შენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი?

ქეუ: ჩემი ასაკის გოგოების დიდი ნაწილი უკვე გათხოვილია. ეს შეიძლება მშობლების და ახლო წრის ზეწოლის და არასრულფასოვნების კომპლექსის შედეგი იყოს. აქ მნიშვნელოვანია ის სტერეოტიპი, რომ მდედრობითმა სქესმა აუცილებელი არ არის, მიიღოს განათლება, რადგან შეუძლია გათხოვდეს. ისინი ხშირად კარიერულ წინსვლაზე ან თვითგანვითარებაზე უარს ამბობენ.

3.აკლია თუ არა თანამედროვე ქართულ ხელოვნებას ფემინისტური აქცენტები? არის თუ არა ქართულ სახელოვნებო სივრცეში ორმაგი სტანდარტები?

ქეუ: დღეს თანამედროვე ხელოვნების სფეროში ბევრად მეტი ადამიანი მუშაობს და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება. კაცების დაფასებას რაც შეეხება, ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრად მეტი კაცი ხელოვანია და, თავისთავად, უფრო დაფასებულიც არიან. ამას გარდა, ის ფაქტორიც
მნიშვნელოვანია, რომ კურატორების და გალერისტების უმეტესობა ქალები არიან და მათი მხრიდან ქალური სოლიდარობა არასდროს შეინიშნება.

ფოტო: გიორგი დადიანი