sexism in creative communications

XII_626

გასულ წელს, ერთ-ერთ ქართულ სატელევიზიო გადაცემაში, მაყურებელმა იხილა სცენა, სადაც წამყვანს შეეშალა ტექსტი. ეთერში გაისმა გაბრაზებული პროდიუსერის ხმა, რომელმაც ქალთა მიმართ დისკრიმინაციული და გენდერული ნიშნით მჩაგვრელი პათოსით (მაგ.: „ყველა ქალი ერთნაირად შტერები როგორ ხართ…“) გამოლანძღა წამყვანი. თანაწამყვანი ქალები მსხვერპლი ქალის ნუგეშსა და ვითარების განმუხტვას უშედეგოდ ცდილობდნენ. შეურაცხყოფილმა წამყვანმა უხმოდ დატოვა სტუდია. მას შემდეგ, რაც პირდაპირი ეთერის სკანდალურმა კადრებმა მთელი ქვეყანა მოიარა, ყველაფერს ფარდა აეხადა და აღმოჩნდა, რომ სცენა გათამაშებული იყო. გადაცემის აუდიტორია, ძირითადად, დიასახლისი ქალებისგან შედგებოდა, ძალადობის მსხვერპლი ქალების უმეტესობაც სწორედ აღნიშნულ სეგმენტზ ემოდის. აალაპარაკეს, დააფიქრეს, მოუწოდეს. GOOD

მალევე, ასევე ერთ-ერთ ქართულ სატელევიზიო გადაცემაში, მაყურებელმა იხილა სცენა, სადაც გადაცემას სტუმრად ჰყავდა ტექნიკის მაღაზიის წარმომადგენლობა. სტუმრებს ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის გაზიარება ჰქონდათ გამიზნული. ამისთვის, წამყვანებს უთოები მოამარჯვებინეს და ქმრებზე ზრუნვის სპორტში ერთმანეთთან შეაჯიბრეს. ერთადერთი წამყვანი კაცი მოვლენებს გვერდიდან აკვირდებოდა. BAD

ტელეკომპანია – იგივე, გადაცემა – იგივე, პროდიუსერი – იგივე, წამყვანები – იგივე… UGLY

თინეიჯერობისას, ათასი სისულელის და, ალბათ, სამწუხაროდ, ბოროტების კბილებით დაცვაში დამიხარჯავს დრო და ენერგია. ძალადობას ეფუძნებოდა სოციუმი, სადაც ვასპარეზობდი და ძალადობით გაგვქონდა თავი,
ძალადობით ვინარჩუნებდით „სახეს“ და ძალადობით ვარსებობდით. ყველაზე მეტად კი, ქალებზე (გოგოებზე) ვძალადობდით.

არადა, თითქოს ასეთი მანიაკის არაფერი მეტყობოდა, საერთოდ არაფერი… ერთი თავაზიანი, კეთილი და ხუთოსანი ბავშვი ვიყავი. მერე ხუთიანები „მომბეზრდა“, მაგრამ თავაზიანი დავრჩი. მერე თავაზიანობაც მომბეზრდა და კეთილიც ზოგ შემთხვევაში ვიყავი. საბოლოოდ, ზუსტად ისეთი გავხდი, მოძალადე სოციუმის მოლოდინს როგორიც დააკმაყოფილებდა. დავცინოდი, რომ ჩემთვის არ დაეცინათ. ვურტყამდი, რომ ჩემთვის არ დაერტყათ. ვიბღვირებოდი, რომ აქეთ არ ებღვირათ. ვიღაც კრეტინების შეთითხნილ წესებში ვსპეციალიზდებოდი.

„სადაო ვითარებებში“, სიმართლის ძიება/დადგენა/მტკიცებისას, ვინმეს მოწმედ გოგო (როგორც გენდერულ იერარქიაში ქვედა საფეხურზე მდგომი ჯგუფის წარმომადგენელი) ან მისი სიტყვა (ჩვენება, რომელსაც გარდა
იმისა, რომ ძალა არ აქვს, ზიანის მომტანია წარმდგენის რეპუტაციისთვის) რომ მოეყვანა, კმაყოფილების ღიმილს ვერ დავმალავდი და ქიშპში გამარჯვების ნაადრე ვზეიმს დავიწყებდი.

გოგოს თუ „პატრონი“ ჰყავდა ,„ღირსეული“ ძმის, ბიძაშვილის, დეიდაშვილის, მამიდაშვილის, ჯანდაბაშვილის
სახით – გაცხადებული სექსუალური ურთიერთობების შანსი არ ჰქონდა; ხოლო კონსპირაციული ურთიერთობები, უმეტესად, სისხლით, ბიჭის სისხლით მთავრდებოდა. ეს იმიტომ, რომ სექსუალური აქტი ბიჭის დომინაციისა და გოგოს შეურაცხყოფის ფორმად იყო მიჩნეული, ხოლო „შინაური“ გოგოს სათანადოდ „პატრონობა“ – ბიჭის ღირსების ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად. თითქოს ქალები ჩაგვრისთვის იყვნენ შექმნილი და თუკაცი რომელიმე მათგანს გულშემატკივრობდა, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებისთვის უნდა მიემართა. ხმამაღლა გავითქვამდით სახელს, როგორც ჩვენი შინაური გოგოების ტრაკებთან არსებულ ვაჟთა და კაცთა მორალურ-ინსტრუმენტული ძალა…

XII_627

და რატომ? ვინმე რომ ჩაგვძიებოდა, რა პასუხს გავცემდით?

ცნობილი ექსპერიმენტია:

გალიაში ხუთი მაიმუნი შესვეს და დაუდგეს კიბე, რომლის თავზეც ბანანი ეკიდა. რამდენჯერაც მაიმუნი ბანანის ასაღებად დაიძრებოდა, ყველა მათგანს ცივი წყლის ძლიერი ჭავლით წუწავდნენ. მაიმუნებმა დაიმახსოვრეს
და ბანანისკენ აღარ იხედებოდნენ. თუ რომელიმეს ფეხი/ ხელი წაუცდებოდა, თავად უსწორდებოდნენ. შემდეგ
შეცვალეს ერთი მაიმუნი. ახალი მკვიდრი უმალ ბანანისკენ დაიძრა, ძველი სკოლის ოთხეული ფიზიკურად გაუსწორდა. ერთი და იგივე ფაქტი რომ რამდენჯერმე განმეორდა, ახალ მამაიმუნმაც დაივიწყა ბანანის არსებობა. შემდეგ კიდევ ერთი ძველი მაიმუნი შეცვალეს ახლით. ბანანზე გალაშქრების მცდელობა ისევ ინციდენტით აღიკვეთა. და თავმდამსხმელ მაიმუნებში ის ერთიც ერია, რომელსაც არასდროს ენახა წყლის ჭავლი. ეტაპობრივად გამოცვალეს დანარჩენი მაიმუნებიც. და როცა ბოლო, მეხუთე ძველი მაიმუნი შეცვალეს ახლით, აღმოჩნდა, რომ გალიაში არავინ იცოდა, რა შავდებოდა კიბეზე ასვლით, არცერთს ენახა წყლის ჭავლი. მაგრამ, როგორც კი ახალი მაიმუნი კიბისკენ დაიძრა, დაიჭირეს და სცემეს. ამ მაიმუნებს რომ საუბარი შეძლებოდათ და მათთვის გვეკითხა, რატომ იქცეოდნენ ასე, ალბათ გვიპასუხებდნენ: „რავი ეგრეა“, „წესია ეგეთი“, „ტრადიციაა“, „ყველა ეგრე იქცევა“, „ყოველთვის ეგრე იყო“… Just Like us…

მაშ, როგორ მოხდა, რომ ტიპი, რომელსაც ბავშვობაში ასე შიგ ჰქონდა, ახლა კრეატიულ კომუნიკაციებში სექსიზმის პრობლემაზე მორალს კითხულობს?

კომუნიკაციით მოხდა.

და მორალს არ ვკითხულობ, ხმამაღლა ვმსჯელობ :)

(წავუუტიფრებ შესაძლოა, მაგრამ ისევ უტიფრობა მირჩევნია…)

ნამდვილად კომუნიკაციით მოხდა, კომუნიკაციით: სხვა ადამიანებთან, სხვანაირ ადამიანებთან, სხვადასხვანაირ ადამიანებთან, საკუთარ თავთან, რეჟისორებთან, მწერლებთან, მკითხველებთან, გამვლელებთან, მსოფლიოს- თან, ბრენდებთან…

ჩვენს დროში, კომუნიკაციის სტიქიურ აბლაბუდაში გახვეულ ადამიანზე გავლენის მოხდენა ნებისმიერ წამს და ნებისმიერი მხრიდან არის შესაძლებელი. ყოველ წამს ვდგავართ ნაცნობი თემის ახალი რაკურსით და ნაცნობი რაკურსიდან უცნობი თემის დანახვის შანსის წინაშე. და ჩვენს დროში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დოზით კომუნიკაციას სწორედ ბიზნესი ეწევა.

არსებობენ ადამიანები, რომელთაც მრავალფეროვნებისა და ინდივიდისთავის უფლებისადმი მიმღებლობა არ
გააჩნიათ. თავადაც სხივისი რეცეპტებით ცხოვრობენ და სხვისგანაც იმავეს მოითხოვენ, თანაც (ძირითადად) აგრესიულად.

მათი იარაღი სტერეოტიპებია, მაგალითად: თითქოს კაცს მეტი შეუძლია, ვიდრე ქალს და ამიტომ, ნორმალურია გენდერის მიხედვით გადანაწილებული როლები და შესაძლებლობები.

ცხადია, ორი-სამი კითხვის დასმა საკმარისი იქნება, რომ პასუხად: „რავი ეგრეა“, „წესია ეგეთი“, „ტრადიციაა“, „ყველა ეგრე იქცევა“, „ყოველთვის ეგრე იყო“ – მივიღოთ.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც სოციუმის ეგოისტური მოლოდინის მსხვერპლი არიან და არსებობენ ადამიანები, რომელთაც ეს ყოველივე ადარდებს. აი, მათ ხელში კი იარაღად ყოფნა ბრენდებს შეუძლიათ.
ბრენდი არ არის მხოლოდ სიტყვა, რომლითაც ვაჭრობის საგანი იდენტიფიცირდება. ბრენდი არის პროდუქტი, მისი შემქმნელები, მომხმარებლები, ღირებულებათა სისტემა, სოციალური ერთეული, რაღაცეებისა და ვიღაცეების ერთობა.

სტერეოტიპებისა და სტიგმების ერთობაში ფესვებგადგმული მონსტრი ყველა ფანჯრიდან და ეკრანიდან გვაწვება, წინააღმდეგობაც შესაბამისი წონითი კატეგორიის ფალავნით უნდა გავუწიოთ, ყველგანმწვდომელ კომუნიკაციების სამყაროს მუდამ ჯანსაღი ენერგია უნდა მიეწოდოს ხოლმე, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, არავინ იცის – სად რა პენალტი დაინიშნება. თორემ მონსტრის მასშტაბურობის უკეთ გასააზრებლად, რამდენიმე აბზაცით უკან დავბრუნდეთ და გავარჩიოთ, რას ვგულისხმობ, როცა არაჯანსაღი კონდიციის გამოსახატად, ვამბობ, რომ შიგ მაქვს. რა? სად? რა შუაშია? შიგ რაიმეს ქონა სხეულში შემოსულ სხვის სხეულს გულისხმობს და ვიღაც მორიგი ანტიკვარის მოფიქრებულია, რომ სექსუალურ კავშირებში დამამცირებელი როლები გამოკვეთოს.მაშინაც კი, როცა ვერ ვამჩნევთ, თან დაგვყვება უამრავი ფრაზა და ქცევა, რომელიც ჩვევად გამჯდარა და კაცთმოძულე შინაარსების განმამტკიცებელია, მეტი არაფერი. „კაცთმოძულე“?
კაცია დამიანის სინონიმია?!. ლექსიკონიც კი ოკუპირებული გვაქვს…
მონსტრი წარმოუდგენლად მასშტაბურია… ამიტომ, უკეთესი გარემოსთვის, დიდი ძალების კონცენტრაცია გვჭირდება…

ბოროტებას, რომელიც თავისი მოლოდინით ადამიანებს ავიწროვებს, შემდეგი სტრუქტურა აქვს: ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ ცხოვრების ერთი სწორი წესი არსებობს და ყველა და ყველაფერი განსხვავებულისგან იქმნება მტრის ხატი. მაგალითად, თუ სექსის დროს კაცის სასქესო ორგანო ქალის სასქესო ორგანოში არ შედის, იმ მხრიდან, იმ მიზეზით, იმ ტიპის ნაცნობობისას, იმ ჩაცმულობით, იმ გახდილობით, იმ მორალით, იმ წესებით, იმ რაციონით, იმ კანის ფერით, იმ რწმენით და იმ ხასიათით, როგორი მოლოდინიც არსებობს, ესე იგი აქაურობა
რიგზე ვერ არის და ძალისმიერი „გაკეთილშობილება“ ყველას მოვალეობაა. ამადამიანებს ჰგონიათ, რომ ყველა „ღირსეული“ თანამოქალაქე ყველა საკითხზე მათსავით ფიქრობს, რადგან ყველაფერში არსებობს ობიექტური
ჭეშმარიტება, რომლის მიღმაც მხოლოდ უკუღმართი ადამიანები არიან. როცა ერთმანეთს შორის განსხვავებულ
შეხედულებებს აღმოაჩენენ (და ცხადია, ბევრი აქვთ, ისინი ხომ საკუთარი ნაჭუჭები არიან), იბნევიან. პრეცედენტი ექმნებათ, რომ არც ასეთი აშკარა ყოფილა „სწორი“-ს რაობა.

მათი ბოროტი ერთობის მამოძრავებლად კი ის თემები რჩება, რაზეც თანხმდებიან. და სწორედ ამ თემებს სჭირდება ეჭვქვეშ დაყენება, გაბათილება, ეს საფუძველი უნდა გამოეცალოს აბსურდულ და მოძალადე ინსტიტუტებს. 

თუ არ გავუღრმავებთ წარმოდგენას, რომ თითქოს მათ უკეთ იციან, სხვები როგორ უნდა მოიქცნენ, თუ არ
მოვუწერთ ხელს, რომ დიახ, ეს ნორმაა და მას დაცვა სჭირდება, თუ არ მივცემთ პირდაპირ ან ირიბ ლეგიტიმაციას, ერთი ერთეულით მაინც გაიზრდება ადამიანების თავისუფლებისა და სამართლიანი გარემოს მიღების შანსი ან ერთი ერთეულით მაინც არ შემცირდება…

მეორე მხრივ, ადამიანები იცნობენ ხოლმე ლიტერატურულ პერსონაჟებს, ფილმის პერსონაჟებს, ისტორიულ
გმირებს, ისტორიულ სირებს, რეალურ პერსონებს, რომლებიც ქალის, როგორც სასტარტო პირობებშივე
სუსტი არსების მითს, წესით, უნდა ანგრევდეს… მაგრამ არ ჰყოფნით, წიგნში და სადღეგრძელოში ესმით, საკუ-
თარ ცხოვრებაში – არა. მეტად ხელშესახები მაგალითები სჭირდებათ, უფრო ნაცნობ გარემოში. შესაძლოა, ჯაჭვში ბოლო რგოლის აცმა და ფიქრებში ბოლო ხიდის გადებას ჭირდება, მაგრამ ვერაფრით ხვდება იქ.

წარმოიდგინეთ, სოფელში, შუადღეზე, კაცი ისვენებს და სადილობს. ცოლი მაგიდას დატრიალებს. ტელევიზორში გადაცემა გადის, სადაც ქალი წამყვანები უთოს ქნევაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. კაცი თანაწამყვანი იქვეა, სხვა როლით. კაცი ეკრანზეც ნაცნობ სცენას უყურებს. სახლში ცოლი დიასახლისობს, ტელევიზორში – ყველა ქალი, ვინც კი ეკრანზეა. და ფიქრდება, ალბათ, ნეტავ მისი შვილი ხომ კარგი დიასახლისი გამოვა, ხომ შეძლებს რიგიანად გათხოვდეს… ხიდთან მიყვანილი კაცი უკან გავაბრუნეთ, ნაცვლად იმისა, ეკრანზე ნანახი გადაცემით წარმატებული ქალების მაგალითზე დაფიქრებულიყო (და წამყვანები სწორედაც რო მასეთები არიან), ეფიქრა, ამდენი ქალი თუ რაღაცას საქმიანობს, შესაძლებელია ბავშვმაც რაღაცა ისწავლოს, ძლიერი და დამოუკიდებელი გამოვიდესო. პრინციპში, ოჯახსაც უკეთესს შექმნის ასე; რასაც უნდა,იმას იზამს… არა! ამ წვალებ-წვალებით ხიდთან მიყვანილ კაცს ტელევიზორიდან მოაწვნენ და მოაწვნენ უკან… ცხადია, უტრირებას ვახდენ და დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რომ აღნიშნულმა გადაცემამ ასეთი გადამწყვეტი როლი ითამაშა. მაგრამ, აქვს კი ამას რაიმე მნიშვნელობა? ფაქტია, რომ ჩვენს საზოგადოებას ძალიან კონკრეტული და ძალიან ძლიერი პრობლემები აქვს და ზოგი მათ გადაჩეხვას ცდილობს, ზოგი კი პრობლემებს ზურგის ქარივით უდგება. ან იქით ხარ, ან – აქეთ…

როდესაც ბრენდები კრეატიულ საკომუნიკაციო გზებს მიმართავენ, ისინი ხელს შემოქმედებას აწერენ. დიახ, ამ დროს ყველაფერი რიცხვებით გამართლებული და რელევანტური უნდა იყოს და სწორედ ღირებულების შექმნას ემსახურება ყოველივე ეს. განა პროდუქტის ფასი ის არ არის, რასაც ჩვენ მის მწარმოებლებს ჩვენი ნებით ვუხდით? და განა ყოველთვის, როდესაც „რედბულს“ ვყიდულობთ უფრო იაფი ალტერნატივის ნაცვლად, სრატოსფეროდან ადამიანის ნახტომს არ ვაფინანსებთ? ყველას, ვისაც ფენდის სამოსი აცვია, შეუძლია ტრევის შადრევნის რესტავრაციაში შეტანილი წვლილით იამაყოს.
ფეხბურთის და გაი რიჩის მოყვარულებმა შეუდარებელი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გადავიღეთ“. ცოტ-ცოტა ფული დავდეთ და ნაიკის სამოსის გარდა, TAKE IT TO THE NEXT LEVEL-იც მივიღეთ. ფული შევკრიბეთ
და ნაიკის გემოვნებას მივანდეთ, ნაიკიც გამუდმებით იკვლევს ჩვენს გემოვნებას და ცდილობს, არ დავკარგოთ
ერთმანეთი. ყველას ასე აწყობს. ასე ყველა ხეირობს. 

არც ისე დიდი ხნის წინ, ვიღაც-ვიღაცეები მიხვდნენ, რომ ერთობას, რასაც ბრენდები და კრეატივი ეწოდება, გაცილებით დიდი, ხელშესახები და მნიშვნელოვანი სიკეთის მოტანა შეუძლია. მასობრივ და მასიურ კომუნიკაციას აუდიტორიაც მასობრივი და მასიური ჰყავს. ბრენდებს, ამოდენა ბერკეტით, დიდ და მძიმე პრობლემებთან შეჭიდება შეუძლიათ. შესაბამისად, ჩვენც, მათი მომხმარებლებიც, აუდიტორიაც, მეგობრებიც, თანამშრომლებიც და გულშემატკივრებიც, ერთი დიდი ლაშქარი ვართ. სხვადასხვა ტიპის რესურსს გავიღებთ, რათა აკუმულირდეს და დიდ პრობლემებს შეასკდეს, დიდი პროგრესი მოიტანოს, დიდი ნაბიჯები გადავდგათ, დიდი უსამართლობები დავამარცხოთ, დიდი ადამიანობა გავიტანოთ…

 რა თქმა უნდა, არ არის მარტივად, მაგრამ ხომ არის! ვის რა საკითხი გვაფიქრებს, ვის რა მოგვწონს… მსოფლიო ჭრელია და ვებერთელა, but it's also dark and full of terror. და რაც უფრო დიდი, ძლიერი და ზღაპარივით აშკარაა სიკეთის მხარე, მით მეტია კონსოლიდაცია, მაგრამ კონსოლიდაცია მოპირდაპირე პოლუსზეც შესაბამისია. ასეთ დროს, პრობლემასთან შეჭიდება მის ყველა შრეზეა საჭირო, უკიდურესი ბოროტებიდან, უნებლიე ფოლოუერის ჩათვლით, უკიდურესი სიკეთის ნებიერი ფოლოუინგით, გინდა ღმერთის ხათრით, გინდა – ბიძაშვილის, გინდა ხოშის გამო და გინდაც – დაბოლილობის… დიდ პრობლემას საცეცები ყველგან აქვს შეყოფილი და დიდიც ამიტომაა… მასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მექანიზმი კი ყოველდღე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვედრილი საცეცის მოცელვა და თან იმ ორგანიზმების მხარდაჭერაა, ვისგანაც მეტოქეზე საჰაერო დარტყმის იმედი გაქვს. ისეთი ორგანიზმების, რომლებიც ჩემს ღირებულებებს იზიარებენ და თავიანთი საქმიანობით გზას მიწმენდენ. მინდა, ვაჭრობისას არჩევანი სულ ასეთ ტიპებს შორის მქონდეს, მაგრამ მოცემულ რეალობაში, ხელის არ შეშლაც საქმეა…

კომუნიკაციების ბიზნესში ხშირად გაიგებთ, რომ სტერეოტიპს კი არ ვამყარებთ, სტატისტიკას ვეყრდნობით. როდესაც ამა თუ იმ პროდუქტზე გენდერული ნიშნით განსაზღვრულ ჯგუფს ვესაუბრებით. ასეც არის, მაგრამ განა სტატისტიკა საიდან მოდის. იქნებ ათასწლეულების მანძილზე, ათასობით კულტურულ-სოციალურ მარწუხს რომ არ დაემახინჯებინა პროგრესის კალაპოტი, სულ სხვა სტატისტიკა გვქონოდა.
სარეცხი საშუალებების გაყიდვა თუ გსურს, დიასახლისებს უნდა მიაწვდინო ხმა, კი ბატონო… მაგრამ წელს პირველად, Ariel-მა კითხვა დასვა:why is laundry only a moother's job რეცხვა მხოლოდ დედების საქმე რატომ არის?

XII_628

განა რა ასეთი შესაშური სიზუსტის ბიოლოგიური ფორმულა დევს ქალის სხეულსა და გონებაში, რომ რეცხვას აუცილებლად კაცზე უკეთ გაართმევ სთავს? {მაიმუნები…}

განა ადამიანზე გავლენის მქონე სხვა უთვალავი ფაქტორი ასეთი სუსტია, რომ ყველაფერი ერთად აღებული,
ერთი პენისის ფაქტორს ვერ წონის? ლეგიტიმური იქნებოდა სქესის მიხედვით ადამიანებზე დასკვნების გამოტანა, რომ არა წინასწარი დასკვნები და მოლოდინი? თუ მიგაჩნია, რომ კაცები ფეხბურთს უკეთ კაცობის გამო თამაშობენ, ნახე youtube-ზე: Best Women's Freestyle an BEst Women's Football Skills  და მოიყვანე მათი ტოლსწორი თანამედროვე ქართველი ფეხბურთელი. დროს ნუ დავხარჯვათ, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ: მგონი არ იქნება სწორი დავასკვნათ, რომ ქართველი კაცი ვერასდროს ითამაშებ სფეხბურთს კარგად?..

დიახ, საძიებო სიტყვად გამოვიყენე: “Best” და დიახ, ისინი ცოტა, თითქმის გამონაკლისი არიან, მაგრამ განა ეს ფაქტი მეტად არ უნდა ამძაფრებდეს სურვილს, რომ ჯანსაღ გარემოში გვენახა, ვინ როგორი და რამდენი გამოვიდოდა?
ქალზე (კაცზე), როგორც ბიოლოგიურ მოვლენაზე მსჯელობა, იმ კალაპოტს თხრის, სადაც შემდეგ ქალებზე არსებული ყველა სამარცხვინო სტერეოტიპი ჩამოედინება. ერთადერთი და ნამდვილი საზომი ერთეული: ერთი ცალი ადამიანია.

ღირსეული ბრენდების პროდუქციის მოხმარება ქველმოქმედებასა და უკეთესი ხვალინდელი დღის შენებაში მონაწილეობის მიღების ტოლფასია. ადამიანები დავაფასებთ, თუ ბრენდები თავიანთ კომუნიკაციაში კონკურენტთან უპირატესობას ფლირტში როლებს სქესის მიხედვით გადანაწილებით არ გამოსახავენ, ქალს საგნად არ წარმოგვიდგენენ, გენდერზე დაყრდნობით არაფრის მტკიცებას არ დაგვიწყებენ… Like a Girl კამპანიას გააკეთებენ, სადაც ნათლად გამოჩნდება, რომ „გოგოური“ ქცევა ხელოვნურად და იძულებით არის განსაზღვრული… შეეცდებიან, მისი ნეგატიური მნიშვნელობა თავდაყირა დააყენონ… ცოტა მეტად შორსაც გაიხედებიან… ფსონს იმაზე არ გააკეთებენ, რომ სიკეთის გამარჯვებამდე ჯერ შორია, ითამაშებენ როლს მის დაჩქარებაში… იმ დღესაც მოგვიყვანენ, როცა Like a Girl  სიტყვათა შეთანხმება საერთოდ არაფრის აღმნიშვნელი იქნება…

და გიგანტურმა ბრენდმა თავისი უთოს მარტივად გასაყიდად, ხელი თუ შეგვიშალა – არ უნდა ვიყიდოთ. ადრე
თუ გვიან, მოგება-ზარალის ანგარიშშიც გამოჩნდება, სწორი გზა რომელი იყო…

გადაცემაში გათამაშებული ქალზე ძალადობის სცენა Ariel-ის მიერ დასმული კითხვა რეცხვის წესებთან დაკავ- შირებით Alwaysს-ის მიერ გაანალიზებული და პოზიტიური მნიშვნელობით შევსებული შეფასება „გოგოსავით“

არცერთი მათგანი და სხვა რეალური სარგებლის მომტანი კამპანია კრეატივის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კონკურსს – კანის ლომებს უყურადღებოდ არ დაუტოვებია. 

Because making world a better place is the best making of …

სადაც მონსტრის საცეცში გაბმულ ადამიანს ვნახავთ, უნდა დავიხსნათ და ვაჯახოთ ჟანგბადი, დავამყაროთ
მასთან კომუნიკაცია, ჩავეძიოთ, დავაფიქროთ, დავანახოთ, იმ კითხვამდე მივიყვანოთ, სადაც მაიმუნობას გვიპასუხებს, ამოვაყვინთოთ, მივულოცოთ, დავაკვირდეთ, დავტკბეთ.

არ არსებობს იმაზე დიდი კაიფი, ვიდრე საკუთარი ნებით გარემოს გაკეთილშობილება.

მე ყოველთვის მოვძებნი ბრენდს, ვისი მესვეურების გამდიდრებაც გამიხარდება, მეცოდინება, რომ რესურსებს
ნათელ მხარეს ჩაუსხამს საწვავად, რაიმე ისეთ სშექმნის, რაც მომეწონება, ან სხვას მოეწონება, საზიანო არ იქნება, ხელოვნებას გაამდიდრებს ან ეტლით მოსარგებლეთა პარკინგის პრობლემას წამოწევს… მეცოდინება, რომ თუ იმ სოფელში მოხვდება, სასწავლო გრანტებზე ჩამოაგდებს საუბარს… რომ ძალადობას დაგმობს, მომდევნო ნაბიჯებით შემთხვევითობების სასიკეთოდ გადაწყვეტის ალბათობებს წაამატებს რგოლებს და ხიდებს, რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს ის…

No To Sexism
Especially in creativity
And most of all: in communications