WE ჩვენ – ჯენარა ქრისტესაშვილი

jenara_P

ჯენარა ქრისტესაშვილი – რეპროდუქტოლოგი

„ყველ სახის ქცევა, მათ შორის რეპროდუქციული, ყალიბდება მოზარდობის პერიოდში, მათ შორის თავშეკავება ნაადრევი სქესობრივი აქტივობიდან, უსაფრთხო სექსი, პასუხისმგებლობა პარტნიორთან და შვილთან მიმართებაში, გინეკოლოგთან სისტემური ვიზიტი. ჩემი პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბევრი დარღვევა, რომელიც შეიძლება ქალის უშვილობას ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს იწვევდეს, მოზარდობიდან იწყება. რამდენიმე წლის წინ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ეგიდით, შევქმენით „ახალგაზრდების ჯანსაღი და ჰარმონიული აღზრდის კონცეფცია“, თუმცაბოლო დროს მასმედიაში ამ საკითხებზე მსჯელობამ სრულიად არასაქმიანი და სკანდალური ხასიათი მიიღო.
ამ საკითხების შესახებ აუცილებელია ცოდნა გქონდეს. გოგონამ, ახალგაზრდამ უნდა იცოდეს, რისთვის არის და რისთვის არ არის მზად, რომ სქესობრივი აქტივობა შეიძლებადამთავრდეს არასასურველი ორსულობით, ძალადობით, რომელიც ხშირია მოზარდებში.
ბევრ ქალს და მათ პარტნიორებს/ქმრებს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობს ადამიანის რეპროდუქციული უფლებები, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ: სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ჯანმრთელობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ოჯახის დაგეგმვის უფლება, გადაწყვეტილების მიღების უფლება შვილების რაოდენობისა და თანმიმდევრობის შესახებ, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი ქორწინების უფლება, პირადი ხელშეუხებლობის უფლება, დისკრიმინაციისაგან დაცვის უფლება, ქალებისა და გოგონების მავნე წეს-ჩვეულებებისგან დაცვის უფლება, წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელისგან დაცვის უფლება, სქესობრივი
ძალადობისგან დაცვის უფლება, მეცნიერული პროგრესით სარგებლობისა და ექსპერიმენტზე დათანხმების უფლება.”

ფოტო: გიორგი დადიანი