გაჩა ბაქრაძე

XII_652

XII_653

მუსიკა

მუსიკის მიმართ ინტერესი დაახლოებით 10 წლის ასაკში გამიჩნდა. ჩემი ბიძაშვილი უკრავდა გიტარაზე და ვთხოვე, ესწავლებინა. შემდეგ ოჯახთან ერთად, თბილისში საცხოვრებლად გადავედით. ახალი გარემო დამეხმარა, რადგან არავის არ ვიცნობდი და ეზოში თამაშის მაგივრად, გიტარაზე დაკვრას ვსწავლობდი.

Boards of Canada

Boards of Canada იყო ჯგუფი, რომელსაც პირველად მოვუსმინე და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ამის შემდეგ უკვე დავინტერესდი და მუსიკის კეთების სურვილი გამიჩნდა.

Me and My Monkey

Me and My Monkey-ში დაკვრა კარგი გამოცდილება იყო. ყოველთვის საინტერესოა მუშაობა ადამიანთან, რომელსაც მუსიკის წერისადმი რადიკალურად განსხვავებული მიდგომა აქვს.

ელექტრონული მუსიკა

დაახლოებით 5 წლის წინ, როდესაც Me and My Monkey-დან წამოვედი, მივხვდი, რომ მუსიკის კეთება სახლშიც შემეძლო.

ინსპირაცია

სხვადასხვა გარემოში ყოფნის შესაძლებლობა, ადამიანები, მათთან დაკავშირებული ემოციები და მოგონებები.
ხშირ შემთხვევაში, ისტორია ან რაიმე ამბავი არის დასაბამი, რითიც ვიწყებ მუსიკის წერას. კეთების პროცესიც ინსპირაციად იქცევა ხოლმე. აგრეთვე, შთაგონებას იწვევს შემოქმედებითი აქტები – კინო, მხატვრობა, ფოტოგრაფია და ა.შ.

R&S records

ჩემი ტრეკი “Remember” ფეისბუქზე დავდე და ცოტა ხანში, ჩატში “R&S records”-ის დამფუძნებელის მესიჯი
დამხვდა, რომელმაც ჩემთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. 16 წლის ვიყავი, პირველად რომ აღმოვაჩინე Aphex Twin-ის ალბომი, რომელიც იმავე ლეიბლზე გამოიცა და ის დღემდე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჩანაწერია.

Send Two Sunsets / Restless

“Send Two Sunsets” 2 წლის მანძილზე გაკეთებული ტრეკების ერთობლიობა იყო, ვიდრე ალბომი, როგორც ერთი მთლიანი ისტორია. ლეიბლს გავუგზავნე და ალბომად გამოშვება შემომთავაზეს. რამდენიმე კომპოზიცია ტუსია ბერიძესთან ერთად ჩავწერე. მიხარია, რომ მსმენელმა მიიღო. იმ პერიოდში პარალელურად ბევრს ვმუშაობდი და ბევრი მუსიკა დამიგროვდა, რისი შედეგიც იყო მეორე ალბომი- “Restless”, რომელიც ფსევდონიმით – Bakradze გამოვუშვი. მუშაობის დროს, რაიმე კონკრეტული იდეა არ მქონია. პროცესში ყველაფერი თავისით განვითარდა.

ამჟამინდელი და სამომავლო გეგმები

ახალ ალბომზე და კიდევ რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ. თუმცა, ჯერ ამაზე არ ვსაუბრობ. ასევე, მეგობრებთან ერთად, რეკორდ-ლეიბლი “Transfigured Time” დავაარსე, სადაც საწყის ეტაპზე ორი კომპილაცია და ერთი ალბომი გამოვუშვით.

გენდერული თანასწორობა

ვფიქრობ, სქესობრივი დაყოფა, რომელიც ქალსა და კაცს ერთმანეთისგან ასხვავებს და ხშირ შემთხვევაში კაცს ანიჭებს უპირატესობას, არ უნდა არსებობდეს. ელქტრონულ მუსიკაში ბევრი ქალი მუსიკოსია, რომლებიც მომწონს:Pauline Oliveros, Laurie Spiegel, ÉlianeRadigue, Suzanne Ciani, Laurie Anderson, Bjork, Laurel Halo, JessyLanza, Grimes, Ikonika, Kim Ann Foxman და კიდევ ბევრი…

XII_654

ფოტო: Senne Van Der Ven