#რაგბიჩვენითამაშია?

ვასილ ლობჟანიძე

. როგორ, რა ასაკში, ვისი დამსახურებით დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება სპორტის ამ სახეობას?

2007 წელს, როცა მსოფლიო ჩემპიონატი გადიოდა, პირველად ვნახე რაგბი ტელევიზორში და მომეწონა. ჩემი კლასელი გიორგი მაისურაძე მისდევდა ამ სპორტს. ერთხელ მეც მივედი და იმ დღიდან აღარც შემიწყვეტია ვარჯიში.

. პირველი მნიშვნელოვანი წარმატება გაიხსენეთ.

პირველი წარმატება ის იყო, რომ 15 წლამდე ნაკრებში ვთამაშობდი.

. ვინ არიან თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივრები?

ოჯახის წევრები.

. როგორ ფიქრობთ, ხასიათის რა თვისებებს უყალიბებს სპორტსმენს რაგბი?

პირველ რიგში, გაყალიბებს როგორც პიროვნებას. სწავლობ ადამიანის გვერდში დგომას, მის გატანას როგორც გაჭირვების, ისე სიხარულის დროს.

. დაასახელეთ ის მთავარი თვისებები, რომლებიც სპორტის ამ სახეობაში წარმატების მისაღწევადაა საჭირო

ყველაზე მთავარი შრომისმოყვარეობაა, თავდაუზოგავი შრომა.

. არის თუ არა რაგბის სათამაშოდ განსაკუთრებული მონაცემები აუცილებელი? თუ მონდომებისა და დიდი
შრომის შემთხვევაში ყველას შეუძლია სასურველი შედეგის მიღწევა?

თუ თავიდანვე ცოტაოდენი ნიჭი მაინც აღმოაჩნდება ადამიანს, მას თამაში უფრო უადვილდება. თუმცა ვფიქრობ, რომ ბევრი ვარჯიშის შედეგად, ყველას შეუძლია სასურველი შედეგის მიღწევა.

. თუ არის რამე, რაზეც სპორტული ცხოვრების გამო უარის თქმა მოგიხდათ?

აბიტურიენტობის პერიოდში სწავლისა და რაგბის ერთმანეთთან შეთავსება მიჭირდა. ამიტომ პრიორიტეტული სპორტი იყო. თუმცა, საბედნიეროდ, ამას უნივერსიტეტში ჩაბარებაში ხელი არ შეუშლია.

. მთავარი პროფესიული მიზანი?

მიზანი – მაქსიმალურად მაღალ დონეზე თამაშია.

. თავისუფალ დროს როგორ ატარებთ? ჰობი თუ გაქვთ?

ძირითადად, თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. მასაც დასასვენებლად, ძალების მოსაკრებად ვიყენებ, სხვანაირად არ გამოდის. გამორჩეული ჰობი არ მაქვს ნამდვილად.

. როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება, როცა დადგება დღე და რაგბის აღარ ითამაშებთ?

ჯერ-ჯერობით ამაზე არ ვფიქრობ, თუმცა ისიც ვიცი, რომ რამდენიმე წელიწადში კითხვაზე პასუხის გაცემა გარდაუვალი გახდება.

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე