დავით კაჭარავა
. როგორ, რა ასაკში, ვისი დამსახურებით დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება სპორტის ამ სახეობას?
8 წლის ვიყავი. მაშინ ჩოგბურთზე დავდიოდი. ჩემი ძმა თავისმა კლასელმა, ზუკა შენგელიამ რაგბიზე შეიყვანა. ერთხელ მეც გავყევი ვარჯიშზე და იქიდან დაიწყო,- ჩამითრიეს მეც.
. პირველი მნიშვნელოვანი წარმატება გაიხსენეთ.
პირველი უმნიშვნელოვანესი წარმატება ჩემს კარიერაში 2007 წელს რაგბის მსოფლიო თასზე ირლანდიასთან თამაში იყო.
. ვინ არიან თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივრები?
ყველაზე მეტად ოჯახის წევრები მგულშემატკივრობენ.
. როგორ ფიქრობთ, ხასიათის რა თვისებებს უყალიბებს სპორტსმენს რაგბი?
სიმამაცეს, თავდადებას, დისციპლინას, მოწინააღმდეგისა და თანაგუნდელის პატივისცემას.
. დაასახელეთ ის მთავარი თვისებები, რომლებიც სპორტის ამ სახეობაში წარმატების მისაღწევადაა საჭირო.
შრომისმოყვარეობა და ანალიზის უნარი. ხშირად შრომა და მონდომება გადამწყვეტ როლს თამაშობს სპორტსმენის კარიერაში, თუმცა იღბალი და ნიჭიც უნდა გავითვალისწინოთ.
. არის თუ არა რაგბის სათამაშოდ განსაკუთრებული მონაცემები აუცილებელი? თუ მონდომებისა და დიდი შრომის შემთხვევაში, ყველას შეუძლია სასურველი შედეგის მიღწევა?
ყველაფერს მონდომება და დაუზარელი შრომა წყვეტს.
. თუ არის რამე, რაზეც სპორტული ცხოვრების გამო უარის თქმა მოგიხდათ?
უამრავ რამზე ვთქვი უარი სპორტის გამო. პირველ რიგში იმაზე, რასაც გართობას ვეძახით, მაგრამ წამითაც არ ვნანობ.
. მთავარი პროფესიული მიზანი?
2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ჯგუფთან ერთად გასვლა.
. თავისუფალ დროს როგორ ატარებთ? ჰობი თუ გაქვთ?
დრო ცოტა მაქვს და ვცდილობ, ოჯახთან ერთად გავატარო. მიყვარს ელექტრონული მუსიკა.
. როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება, როცა დადგება დღე და რაგბის აღარ ითამაშებთ?
ძალიან რთულად და ხშირად ვფიქრობ, რა ამინაზღაურებს იმ ემოციებს, რაც თამაშს მოაქვს… ჯერ არ ვიცი.
ფოტო: გოგიტა ბუხაიძე