შოტლანდიური არომატი ვისკის მოყვარულებისთვის

შოტლანდიური ვისკის Glenfiddich-ის დასაგემოვნებლად „ჯი დი ალკოს“ ინიციატივით სპეციალური ვახშამი, სასტუმრო Rooms-ში გაიმართა. საღამოს მასპინძელი ბრენდ-ამბასადორი ალექსანდრე ივჩენკო იყო, რომელმაც სტუმრებს 12 წლიანი, 15 წლიანი, 18 წლიანი და 21 წლიანი დაძველების ჩამოსხმები გაასინჯა და თითოეული ვისკის უნიკალურობაზე ისაუბრა.

Glenfiddich-ი მსოფლიოში ყველაზე მეტი ტიტულის მქონე ერთი ალაოს ბაზაზე დამზადებული ვისკია. პირველი ჯილდო სასმელმა 1974 წელს მიიღო. Glennfiddich-ის მსოფლიო წარმატება უილიამ გრანდის შთამომავლების ჩარლზ და სენდი გრანდ-გორდონის დამსახურებაა. სწორედ მათი ინიციატივით გაიგო ფართო საზოგადოებამ სასმელის უნიკალური თვისებების შესახებ.

Glenfiddich-ის დეგუსტაციისათვის სპეციალური მენიუ შეირჩა. იმისთვის, რომ სტუმრებს სწორად შეეგრძნოთ თითოეული ვისკის გემო, კერძები თითოეული სასმელისთვის ინდივიდუალურად მოამზადეს. ვახშმის დროს ალექსანდრე ივჩენკომ უშუალოდ დეგუსტაციის პროცესზეც ისაუბრა. მისი თქმით, იმისთვის, რომ ვისკი პროფესიონალუ რად გასინჯოთ, ჭიქა ცხვირთან ახლოს უნდა მიიტანოთ, ჰაერი კი პირით შეისუნთქოთ.

ოთხივე დაძველების მქონე ვისკის სხვა და სხვა სიტუაციები უხდება. მაგალითად, 12 წლიანი Glenfiddich-ის მირთმევა სოციალურ გარემოშია სასიამოვნო. ამ ჩამოსხმას ხშირად კოქტეილებისთვისაც იყენებენ. 15 წლიანი ვისკი ერთხმად აღიარებულია ქალბატონების საყვარელ სასმელად. რაც შეეხება 18 წლიანი და ძველების დაგემოვნებას, ბრენდ ამბას ადორის თქმით, ის უმჯობესია ინტიმურ გარემოში გაისინჯოს.

მამაკეცების უდავო ფავორიტი 21 წლიანი ჩამოსხმაა. ის 18 წლიანი Glenfiddich-ის მსგავსად, სპეციების გემოთი გამოირჩევა, თუმცა მისი არომატი ბევრად მრავალფეროვანია. ამ ფაქტს კი ისიც განაპირობებს, რომ 21 წლის განმავლობაში ვისკის ბურბონის კასრებში აძველებენ, შემდეგ კი 4 თვე უმაღლესი ხარისხის Gran Reserva-ს კლასის რომის კასრებში ათავსებენ.