ანკა ბოჭორიშვილი

კადრი “პროექტი 12”-ისთვის შექმნილი ვიდეოდან

მხატვრებისა და მუსიკოსების ოჯახში გავიზარდე, ამიტომ ხატვა ბავშვობიდან მომყვება. ფანქრის დაჭერა რომ შევძელი, იმ დროიდან ვხატავ და მას მერე არც გავჩერებულვარ.

სკოლის დამთავრებისთანავე ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, თუმცა მალევე წამოვედი. მუშაობა და სწავლა სახლში და მეგობრებთან ერთად გავაგრძელე.

არასდროს ვცდილობდი რაიმე სტილისთვის მიმეღწია. მხოლოდ მაშინ ვხვდები რა დავხატე, როდესაც დასრულებულ ნამუშევარს ვუყურებ. წინასწარ ვერაფერს ვგეგმავ. ნახატები თავისით იხატებიან, როცა უნდათ, როგორც სიზმრები.

შთაგონება ჩემთვის არ არის რამე კონკრეტული. ის სხვადასხვა დროის, მოგონებების, ნივთების, ოცნებების, შეხვედრების, ემოციებისა და სხვა მრავალი ინგრედიენტის ნაზავს წარმოადგენს.

პირველი გამოფენა მე და ჩემმა მეგობრებმა – `Stupid kid factory”, 2013 წელს გავაკეთეთ, სახელწოდებით – “Magic Room”, სადაც წარმოდგენილი იყო ჩემი ნახატების ორი სერია.

სამომავლოდ პერსონალურ გამოფენას ვგეგმავ, სადაც ნახატების გარდა, სხვა სახის ნამუშევრებიც მინდა წარმოვადგინო. ახალა ამაზე ვმუშაობ.