"ბიზნესდაჯილდოება 2016"
კინგსი საქართველო
ხალხის რჩეული
`კინგსი” საერთაშორისო ასპარეზზე გასული ერთადერთი ქართული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა. მისი ძირითადი საქმიანობა საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზებაა II-XII კლასებისთვის 3 საგანში: ინგლისური, ქართული ენა, მათემატიკა.
2012 წლიდან `კინგსის” საგნობრივი ოლიმპიადები საქართველოს 40-მდე ქალაქში ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში იმართება. ოლიმპიადები ასევე ტარდება ესტონეთსა და ლიტვაში. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ `კინგსი” ყოველ სეზონზე 120 000-ზე მეტ მოსწავლეს აერთიანებს. დღეს საქართველოში ყოველი მე-4 მოსწავლე კინგსელია. წარმატებული ქართველი და ევროპელი კინსგელები `კინგსის” საუკეთესო მოსწავლეთა საერთაშორისო კლუბში ერთიანდებიან.
„კინგსმა“ საგანმანათლებლო სივრცეში ნაშრომების ელექტრონულად გასწორებისა და შეფასების ყველაზე გამჭვირვალე სისტემა დანერგა.
პირველად საქართველოში, სპეციალურად მხედველობადაქვეითებულთათვის, საოლიმპიადე ტესტები ბრაილის შრიფტით დაიბეჭდა. უკვე მეორე წელია, `კინგსის” ოლიმპიადაში სხვა თანატოლებთან ერთად, უსინათლოებიც იღებენ მონაწილეობას.
კინგსელობა გახდა სტატუსი, რომელიც სკოლის სოციუმში ინტელექტთან, მაღალ სოციალურ პასუხიმგებლობასთან და წარმატებასთან ასოცირდება.
დავით ქარცივაძე, „კინგსის“ აღმასრულებელი მენეჯერი, განსაკუთრებული ხაზგასმით „ბიზნესდაჯილდოების“ საშუალებით დამყარებულ ახალ კონტაქტებს აღნიშნავს: „ბიზნესდაჯილდოებამ“ შესაძლებლობა მოგვცა, გავცნობოდით უამრავ ახალ ბიზნესს, შედეგად, დავამყარეთ ახალი, მეტად მნიშვნელოვანი კავშირები, რითაც მათთან საქმიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა გაჩნდა.“