სხვა ზღვა another Sea – 15.05.2017 – 05.07.2017
თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, SOU-ს მეორე გამოშვება.
2017 წლის თემაა „სხვა ზღვა“
სხვა ზღვა — არცერთი კონკრეტული ზღვა არ არის — არც აღმოსავლეთით, არც დასავლეთით. არც შავი, არც სხვა. წარმოსახვითი ზღვაა, რომელიც ტერიტორიის გარშემო უკვე არსებულ ნაკადებს ანაცვლებს და სრულიად ახალ სააზროვნო სივრცეს ხსნის.
ჩვენი ინტერესის მთავარ საგნად ისევ რჩება ხმისა და კომპოზიციის თანამედროვე კვლევები და მათი ვიზუალური რეპრეზენტაციის ახალი ფორმები. ასევე, არსებული საგამოფენო თუ მუსიკალური სივრცეების გაცოცხლება თუ რეინტერპრეტაცია. 2017 წლის პროგრამა ჟანრების ფართო სპექტრს მოიცავს და მსმენელს მუსიკალური ექსპრესიის მრავალ ახალ მეთოდს წარუდგენს.
15 მაისი — ფესტივალის გახსნა. თბილისის ცირკის არენაზე ქართველი არტისტი Tete Noise, სიმებიან კვარტეტთან ერთად დაუკრავს.
5 ივლისი — ფესტივალის დახურვა. საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი. ჰაცუნე მიკუ და კეიჩირო შიბუია, ვოკალოიდური ოპერა „დასასრული“
სხვა ზღვა აერთიანებს შემდეგი არტისტების კონცერტებსა და გამოფენებს: ბრაიან ინო, კვარტეტი რონდანე — კანტო ოსტინატო — სიმეონ ტენ ჰოლტი, ანსამბლი „მოდერნი“ — „მუსიკა 18 მუსიკოსისათვის“ — სტივ რაიხი, უილიამ ბასინსკი, ლოურენს ინგლიში, Alva Noto, Shobaleader One , ქრისტოფერ ტინორი, რიო მურაკამი, ნატალია ბერიძე და მონდრიანის ანსამბლი, რობერტ ჰენკე, ფრანკ ვიგრუ, იაკობ კირკეგაარდი, გრიშა ლიხტენბერგერი, მასაიოში ფუჯიტა და იან იელინეკი, ნიკა მაჩაიძე, ზინა პარკინსი, რეზო ღლონტი, Xylouris White, სტივენ ომალი, Saored Horror in Design, გიორგი სუმბაძე, Raster Noton — თეთრი წრე.
SOU — არაცნობიერის ნაკადს ნიშნავს. არაცნობიერის ნაკადი ის მუსიკაა, რომელსაც ჩვენი ცხოვრების ცნობიერი წესრიგიდან გაუკვალავ სმენად ველში გადავყავართ; მუსიკა, რომელიც მხოლოდ ყოველდღიურობის ნაწილი კი არა, ყოვლისმომცველი პროცესია. SOU — ქვეყნის კოლექტიურ არაცნობიერში ჩაკარგული, დავიწყებული, თითქოს გამქრალი მეხსიერების გაღვიძებაა.