თბილისი გარდენს

ვისენტე ვულფი 

მყუდრო სახლი ბაღის შუაგულში

ქალაქში მიმდინარე უამრავი მშენებლობის ფონზე, თბილისი გარდენსის მთავარი კონცეპცია ნამდვილად გამორჩეულია იმით, რომ მიზნად ისახავს დატვირთულ ურბანულ სივრცეში შექმნას ის მიკრო სამყარო ‒ სახლი ბაღის შუაგულში, სადაც ადამიანი სრულად განიტვირთება და კომფორტული ცხოვრებით დატკბება უსაფრთხო გარემოსა და სიმწვანეში.

თბილისი გარდენსის პროექტის ავტორი და მშენებლობის პროცესის უშუალო ზედამხედველი მსოფლიოში ცნობილი ებრაული კომპანია MYS Architects-ია.

ეს მყუდრო გარემო ასათიანის ქუჩაზე შეიძლება მართლაც თქვენი ოცნების სახლად იქცეს, სადაც დიზაინი ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს და მისი კონცეფცია ამერიკელ ინტერიერის დიზაინერს ვისენტე ვულფს ეკუთვნის. ის House Beautiful-მა ყველაზე გავლენიანი ამერიკელი დიზაინერების ათეულში დაასახელა. ნიუ-იორკის ლეგენდა და თვითნასწავლი დიზაინერი ვისენტე ვულფი წარმოშობით კუბიდანაა და თვლის, რომ ძალიან გაუმართლა მას შემდეგ, რაც თავისი საქმე იპოვა, ძიების პროცესი კი საკმაოდ ხანგრძლივი იყო, თუმცა ვისენტე ინტერიერის დიზაინს საქმედ კი არა, უფრო ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების ყველაზე კარგ საშუალებად აღიქვამს. დიზაინერი 35 წელზე მეტია რაც ამ სფეროშია, თუმცა მაინც ახერხებს რომ მისი პროექტები Fresh, ინოვაციური და მოთხოვნადი იყოს

როგორია თქვენი თვალით დანახული საქართველო?

ძალიან საინტერესო, ცოცხალი, ახლისა და ძველის ბუნებრივი კომბინაცია. აქ ყოფნა ჩემთვის ნამდვილად საინტერესო გამოცდილებაა, თან ქართველი ხალხიც ძალიან თბილია და უშუალო, მე მათთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. აქაური საინტერესო ეკლექტურობა, რასაკვირველია, ჩემს თბილისურ პროექტშიც აისახა და ვფიქრობ, ჩემს მიერ შექმნილი სახლის დიზაინი სრულ თანხმობაშია გარემოსთან და ამავდროულად არის ძალიან თანამედროვე.

როგორ ახერხებთ დაეწიოთ და ზოგჯერ გაუსწროთ კიდევაც დროს?

მე ძალიან ცუდი მეხსიერება მაქვს, შეიძლება საერთოდ დამავიწყდეს როგორი იყო გუშინდელი დღე, ჩემს საქმეში კი ეს ჩემი „ნაკლი“ ძალიან გამომადგა და ჩემი ყოველი ახალი პროექტი, ჩემთვის არის როგორც ახალი დღე.

როგორ დაახასიათებთ თქვენს სტილს?

თანამდროვე, რომელიც უწყვეტ კავშირშია წარსულთან. ჩემი დიზაინი სხვადასხვა სტილის ერთგვარი მიქსია, რომლის შექმნისას მე ჩემს შინაგან ხმას და ალღოს ვენდობი.

რა არის თქვენთვის ინსპირაციის მთავარი წყარო?

მოგზაურობა, რომელიც წვრთნის ჩემს თვალს და მასწავლის, რომ არც ერთი დეტალი არ დამრჩეს ყურადღების მიღმა.

რომ არა დიზაინი…

ფოტოგრაფია.