შთაბეჭდილება

ვაჟა მარი / მუსიკოსი 

პირველ რიგში, არტისტების სელექციას აღვნიშნავდი და მათი მუსიკისთვის არჩეული ლოკაციების საინტერესო შესაბამისობას. გამოვარჩევდი იმას, რომ კონკრეტულ არტისტზე დაჯდომა და მოსმენა გიწევს — ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მუსიკალური გამოცდილება — აღქმისა და გათავისების საშუალების კუთხით. მე და TeTe Noise-ს პატივი გვერგო, არქეოლოგიის საცავში Raster Noton-ის საღამო გაგვეხსნა. რთული აკუსტიკის მიუხედავად, გარემო სრულიად გარდაიქმნა და გუნდისა და სხვა მუსიკოსების ერთობლივი ძალისხმევით, ხმამ ძალიან შთამბეჭდავი გარემო შექმნა. ემოციურად მსმენელსა და შემსრულებელს შორის არანაირი ბარიერი არ იყო და ამან განსაკუთრებულობა შესძინა ღონისძიებას.

ფოტო: ანა ბოკო