შთაბეჭდილება

ელენე აბაშიძე / დამოუკიდებელი კურატორი 

ვფიქრობ “SOU” ერთადერთი ფესტივალია, რის გამოც სხვა ქვეყნიდან თბილისში ჩამოვიდოდი.

აქ ისეთი მუსიკოსებია თავმოყრილი, სხვაგანაც რომ იშვიათად გაქვს საშუალება რომ დაესწრო. აქ კი ყველა ერთად არიან და დასწრებაც ევროპასთან შედარებით შესამჩნევად იაფია.

რამდენიმე კონცერტზე ვიყავი შარშან. გამოვარჩევდი ალვა ნოტოს კონცერტს.

ვფიქრობ კარსტენ ნიკოლაი ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო კომპოზიტორია. მიუხედავად იმისა, რომ მარჯანიშვილის თეატრი მისი ბიტისთვის ძალიან პატარა აღმოჩნდა, მაინც ვფიქრობ, რომ ასეთი მუსიკის კამერულად მოსმენა სწორი არჩევანია. განსაკუთრებით კი ქვეყანაში, სადაც ხშირად ელექტრონული მუსიკის ყველა ჟანრს მთლიანად საკლუბო მუსიკას მიაწერენ.

“SOU” ნერგავს ტრადიციას, სადაც ელექტრონულ მუსიკას მხოლოდ ენერგიული ახალგაზრდები აღარ მოუსმენენ, არამედ ჩემი 80 წლის ბებიაც შეძლებს დაესწროს კონცერტს. მაგალითად, ამ წელს სწორედ ბებიაჩემთან ერთად ვაპირებ უილიამ ბასინსკის კონცერტზე წასვლას.

ფოტო: ანა ბოკო