BOSS HUGO BOSS

HUGO BOSS მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი ბრენდია. მისი მთავარი მიზანი არა მხოლოდ სუნამოს, ტანსაცმლის თუ აქსესუარის შექმნაა, არამედ ის განსაკუთრებული იმიჯია, რომელსაც ბრენდი სთავაზობს მომხმარებლს – დახვეწილი და გემოვნებიანი ადამიანის იმიჯი. 

BOSS THE SCENT FOR HIM

ცდუნება ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი გახდა ჩვენს პოსტ-მოდერნისტულ სამყაროში: მყისიერი ვიზუალური კმაყოფილების მიღება შესაძლებელია ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. 

HUGO BOSS-ის ცდუნება არის ხელოვნება, რომელიც მიიღწევა სრულყოფილი ბალანსით თავდაჯერებულობასა და უზრუნველ დამოკიდებულებას შორის. გრძნობების ოსტატური კომბინაციით BOSS-ის მამაკაცს შესწევს ძალა ჩაწვდეს თუ რა სურს ქალს. HUGO BOSS-ის ცდუნება აფორიაქებს გრძნობებს, შეუძლებელია მისი ადვილად დავიწყება. 

BOSS-ის მამაკაცი მისთვის დამახასიათებელი, უნიკალური გზით აცდუნებს ქალს. მან იცის რომ ჩურჩული შეიძლება ყვირილზე ხმამაღალი იყოს. მისი ცდუნება არის ნელი, ვნებიანი, დახვეწილი – განცდა, რომელსაც აქვს სურნელი და წარუშლელ კვალს ტოვებს გარშემომყოფებზე. 

BOSS THE SCENT for him-ის სურნელი წარმოადგენს BOSS-ის მამაკაცის სრულიად განსხვავებულ ასპექტს. ის აფასებს მის პირად და არა პროფესიულ მიღწევებს. ეს არის მამაკაცი, რომლის წარმატება ყოველთვის მაცდუნებელია. ეს ჩანს მის ქცევაში, ჩაცმულობაში და მის თვითდაჯერებულ ქარიზმაში.

BOSS THE SCENT FOR HER 

THE SCENT-ის მამაკაცის არომარტის წარმატების შემდგომ 2016 წელს გამოვიდა მისი მეწყვილე, არომატი ქალბატონისთვის THE SCENT for her. BOSS-ის ეს სუნამო შთაგონებულია ცდუნების ხელოვნებით. მდიდრული და მგრძნობიარე არომატი არის მამაკაცის სურნელის შეუდარებელი ანალოგი ქალისთვის, რომელიც შექმნილია იდუმალი და მაცდური ძალის გამოსავლენად და მომნუსხველი მიზიდულობის საბურველში ახვევს ქალს. ფლაკონის დიზაინის შთაგონების წყაროდ იქცა მამაკაცის პერანგის მანჟეტების საკინძი, რომელსაც ძალიან ჰგავს ფლაკონის თავსახური და იდეა, რომ საკეტის მცირედი მობრუნებით შესაძლებელია მამაკაცისა და ქალის სამყაროები ერთმანეთს შეერწყას. 

„არის რაღაც დაუჯერებლად ძლიერი და თავისთავად მაცდუნებელი ქალში, რომელიც ჩაცმულია კაცის ტანისამოსში, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს მის ქალურობას“ – განმარტავს ჯეისონ ვუ – „სწორედ ეს არის ამ სუნამოს იდეა, რომელიც ფლობს როგორც მამაკაცის სუნამოს ძალას, ასევე ქალურ სიფაქიზეს – კაცი და ქალი ერთმანეთის წინააღმდეგ, თითქოს ისინი თანასწორუფლებიანთა თამაშში არიან ჩართულნი, სადაც ორივე თანაბარ სათამაშო უპირატესობას ფლობს.“