ღია სივრცე – პერფორმანსი „წუხილი“

 

 

  „ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის“ შეიქმნა ქართული თანამედროვე სახელოვნებო სივრცის, მისი შესაძლებლობების და ფუნქციების ნათლად წარმოსაჩენად.

  სწორედ აქ 21 ოქტომბერს 20:00 საათზე დამთვალიერებელი იხილავს პერფორმანსს ,,წუხილი": 

,,რეჟისორი – დავით ხორბალაძე
ტექსტი – დავით ხორბალაძე
მხატვარი – ტატო გელიაშვილი
ქორეოგრაფი – ლანა ყავრელიშვილი
მონაწილეობენ: მიხეილ აბრამიშვილი, გვანცა ენუქიძე, თემო რეხვიაშვილი
ხანგრძლივობა: 60 წთ.

პერფორმანსი „წუხილი“ სამი მსახიობის საშუალებით მოგვითხრობს 28 წლის ექიმის საშინლად მოსაწყენი ცხოვრების შესახებ, რომელიც მორგში მუშაობს და გვამების დახმარებით საკუთარი ყოველმხრივი წარუმატებლობის ამბავს გვიყვება. ცდილობს ამოხსნას „წუხილის“ მიზეზი და გათავისუფლდეს დაღლილობის, მოწყენილობისა და უსიცოცხლობის საშინელი შეგრძნებისგან. რადგან ამას ვერ ახერხებს, თავს ფიზიკურადაც ინადგურებს.
„წუხილი“ არის მცდელობა აჩვენოს ადამიანი, როგორც მუდმივი ძალადობის ობიექტი გარემოსა და საკუთარი თავის მხრიდან, რომელსაც სიცოცხლე ძალიან უნდა, მაგრამ მას ოდნავადაც ვერ გრძნობს.
ეს არის ერთგვარი კვლევა იმ გარემოსი, რომელშიც ადამიანები იტანჯებიან ტრადიციებით, არარეალიზებული სურვილებითა და ოცნებებით, რელიგიური ზეწოლით, თავსმოხვეული მორალით, უსიყვარულობით.
+16
პრემიერა შედგა 2015 წლის 20 ოქტომბერს."