თუ თქვენ გიყვართ ხელოვნება და გაინტერესებთ მისი ისტორია, მაშინ აუცილებლად მოგეწონებათ GUCCI-ს ახალი ინსტაგრამ გვედი.
GUCCI-ს მოდის სახლმა ერთი თვის წინ მორიგი ინსტაგრამი (@guccibeauty) გამოუშვა. ის წარმოადგენს სილამაზის, ხელოვნების, ისტორიისა და კულტურის კვეთას, რომელიც მარტივ, მისაღებ ფორმაში იყრის თავს. ახლა შეგვიძლია ხელოვნების ისტორიის პატარა გაკვეთილები მხოლოდ რამდენიმე წამში ვისწავლოთ.
ნამუშევრები სხვადასხვა გალერეებიდან და მუზეუმებიდანაა შეკრებილი, მაგალითად როგორიცაა: Museo Uffizi, Metropolitan Museum of Art, Los Angeles County Museum of Art და სხვა. ხელოვნების კრიტიკოსები GUCCI-სთან კოლაბორაციის შედეგად ნამუშევრების ისტორიებს განიხილავენ და მათზე პოსტებში წერენ. ამის შედეგად, ყოველი პოსტი ხელოვნების ნიმუშის შესახებ მცირე მიმოხლივას მოიცავს. ისტორიული კონტექსტის გარდა, პოსტებში სილამაზესთან დაკავშირებულ დეტალებსაც გავეცნობით.
ფართო სერიაში წარმოდგენილია სილამაზის აღქმა სხვადასხვა ეპოქაში. აქ ვნახავთ ყველაფერს ძველი ეგვიპტიდან თუ იაპონური გრავიურებიდან თანამედროვე ტილოებამდე აფრო-ამერიკელი მხატვრებისგან. ამ სერიით ბრენდის კრეატიული დირექტორი ცდილობს აჩვენოს, რომ სილამაზეს მკაცრი განსაზღვრება არ აქვს. GUCCI Beauty საიტზე განთავსებულ პოსტში წერს:
„სილამაზე წარმოადგენს თითოეული ადგილისა და ეპოქის იდეალს, სტილს რომელიც ხელოვანმა საჭიროდ ჩათვალა, რომ შემონახულიყო. ხანდახან სილამაზე ამაღლებულ თმის ზოლსა და მაღალ საყელოს ნიშნავდა, როგორც ელისაბედის ინგლისში, მაგრამ ეს ასევე შეიძლება ადგილობრივი ქალის მარტივი პერანგიც აღმოჩნდეს 1876 წლის ფილიპე სანტიაგო გუტიერეზის, ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო მექსიკელი მხატვრის, პორტრეტიდან“.
ამასთან ერთად, ბრენდი ინსტაგრამზე ახალ სილამაზის პროდუქტებს, მოდის ჩვენებებსა და განსაკუთრებულ კოლაბორაციებსაც განათავსებს.