20-21 ოქტომბერს 13:00 საათზე STALL • სთოლ-ის ორგანიზებით თბილისური ბაზრის ღონისძიება ჩატარდება.
STALL • სთოლ-ის პროექტის მიზანი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა და მეწარმეების დახმარებაა, პროდუქციის რეალიზებასა და ცნობადობის გაზრდაში.
დამატებით ინფორმაცია მათი მორიგი ღონისძების გვერდზეა განთავსებული:
,,წარმოგიდგენთ მარკეტების სერიას – თბილისური ბაზარი – Tbilisi Street Market, რომელიც ხორციელდება თბილისის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური / Economic Development Office მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას და დაეხმაროს მეწარმეებს პროდუქციის რეალიზებასა და ცნობადობის გაზრდაში.
STALL • სთოლ არის გამორჩეული ქართული პროდუქტების მწარმოებელი მიკრო და მცირე მეწარმეების გაერთიანება. კოლექტივი, რომელიც მიზნად
ისახავს ერთობლივი ძალებით შექმნას რაც შეიძლება მეტი საინტერესო სავაჭრო სივრცე და ყოველ მზიან შაბათ-კვირას ჩაატაროს მარკეტი ☀️
ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა ახალი, საინტერესო იდეებით განმსჭვალული მეწარმეებისთვის, არტისტებისთვის და საერთოდ ყველასთვის.
შოთა რუსთაველის გამზირი, ტროტუარი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს, პარლამენტთან ახლოს.
“თბილისური ბაზარი“ – საინტერესო და მრავალფეროვანი სავაჭრო სივრცეა, როგორც ადგილობრივი სტუმრებისთვის ასევე ტურისტებისთვის.
მეწარმეების სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/18z0Qy2kFGhSWdKe2
პირველადი მონაწილეობის მიღება გამოფენა-გაყიდვაში არის უფასო, ყოველი შემდეგი მარკეტი 1 დღე-50 ლარი."