,,მისამართი” – კონკურსი ახალგაზრდა ხელოვანებისთვის!

ფესტივალი "მისამართი" აცხადებს შესარჩევ კონკურსს ახალგაზრდა ხელოვანებისთვის!

მისი მიზანი თანამედროვე ხელოვნებისა და ბათუმის მაცხოვრებლების უფრო მჭიდროდ დასაკავშირებაა. 

მონაწილეობის მისაღებად გაეცანით ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას:

მისამართი” არის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი, რომლის მიმდინარეობისას ხელოვანები იცხოვრებენ და წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს საბჭოური სახლების ბინებში, სადარბაზოებსა თუ ეზოებში. ფესტივალის განმავლობაში სახლების მაცხოვრებლებს ექნებათ ხელოვანებთან კომუნიკაციის, ასევე პერფორმანსებზე და გამოფენებზე დასწრების საშუალება. “მისამართი” 15-დან 18 ნოემბრამდე გაგრძელდება: პირველი ორი დღის განმავლობაში ხელოვანებს საცხოვრებელ გარემოსთან ადაპტირების და სამუშაო/საცხოვრებელი სივრცის ათვისების საშუალება მიეცემათ , ხოლო 17 და 18 ნოემბერს დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ გამოფენებსა და პერფორმანსებს.

მონაწილეობა

1-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით ფესტივალი აცხადებს ნამუშევრების და კონცეფციების მიღებას.

გამოსაყენებელი მედია:

  • ვიდეო და საუნდ არტი
  • პერფორმანსი
  • ინსტალაცია
  • ციფრული ხელოვნება
  • ფოტოგრაფია
  • გრაფიკა
  • ფერწერა

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  1. ინფორმაცია თქვენს შესახებ: CV ან ნებისმიერი სხვა ფორმა, რომელიც მოიცავს პირად მონაცემებს და გამოცდილებას
  2. პორტფოლიო: ბოლო 3 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები (არსებობის შემთხვევაში)
  3. პროექტისთვის შესაქმნელი ნამუშევრის იდეა ან ინფორმაცია უკვე არსებული ნამუშევრის შესახებ, რომელიც გსურთ წარადგინოთ (ვიზუალური მასალა/ბმული ან კონცეფცია)

*ნამუშევრების თემატიკა არ არის შეზღუდული *ნამუშევრის წარმოების ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 600 ლარს

საკონკურსო ინფორმაცია მიიღება არაუგვიანეს 2018 წლის 26 ოქტომბრისა შემდეგ ელ. ფოსტაზე: misamartifestival@gmail.com

ფესტივალის მონაწილეებს აუნაზღაურდება სამგზავრო, საცხოვრებელი, ნამუშევრის წარმოების ხარჯი და გაიცემა ჰონორარი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ჩვენს Facebook გვერდზე ან მოგვწერეთ: Email: misamartifestival@gmail.com WhatsApp: +39 328 774 5559

პროექტის მხარდამჭერები:

პროექტის პარტნიორები: