გარემოს დაბინძურება საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. მისი უმთავრესი გამომწვევი მიზეზი კი ანთროპოგენული ფაქტორებია.
იმის გასააზრებლად თუ ნელ-ნელა რას ვკარგავთ და სულ რამდენიმე წელიწადში რა სავალალო შედეგებამდე მივედით, კარგი იქნება თუ ვნახავთ BBC-ს დოკუმენტარულ სერიალს – The Blue Planet.
დოკუმენტარულმა სერიალმა დიდი პოპულარულობა მოიპოვა, მაგრამ მნახველთა რიცხვი მას შემდეგ ბევრად გაიზარდა რაც ტომ იორკმა და ჰანს ზიმერმა საინტერესო კოლაბორაცია შემოგვთავაზეს.
კოლაბორაციის შედეგად Radiohead-ის სიმღერა Bloom, რომელიც თავდაპირველად ალბომ The King of Limbs-ში მოვისმინეთ, ახალი სიცოცხლით დაგვიბრუნდა.
სიმღერის ახალ ვერსიას Ocean (bloom)-ი ეწოდება. ტომ იორკი მის ვოკალურ ნაწილს BBC-ის ორკესტრასთან ერთად ასრულებს. მისი თქმით, ეკოლოგიური ფაქტორების მიმართ ინტერესი დოკუმენტარული სერიალის წყალობით უფრო მეტად გაუღრმავდა.
მოუსმინეთ BBC-ისა და მუსიკოსების კოლაბორაციის ულამაზეს შედეგს: