ვერონიკა ტრონკოზოს პროექტი – სხვები The Others

თბილისის მესამე ტრიენალეს ფარგლებში თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (CCA – Center of Contemporary Art) 19 ოქტომბერს 19:00 საათზე წარმოადგენს ვერონიკა ტრონკოზოს პროექტს "სხვები":

,,პროექტი „სხვები“ სხვათა შესახებ დაგვაფიქრებს. ის წარმოადგენს კოლექტიურ კითხვა-პასუხის იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს სხვადასხვა ადამიანისთვის, განსხვავებულ კონტექსტში „სხვად“ ყოფნა, ან არ ყოფნა.
პროექტზე მუშაობა არტისტმა საქართველოში, აპრილში დაიწყო – მან ჩაატარა გასაუბრებები დევნილთა დასახლება შავშვებში, გორთან ახლოს და ასევე თბილისში. რესპოდენტებთან მისი კითხვები იყო: ვინ არიან „სხვები“? ფიქრობთ, რომ „სხვები“ არსებობენ? შეგიძლიათ, ისინი დაახასიათოთ? პასუხები მან საქართველოში მაცხოვრებელ ცხრა ახალგაზრდა არტისტს გაუზიარა. კოლექტიური კითხვის პროცესში ისინი ამ „სხვას“ მიემხრნენ. სწორედ ესაა მისი ნაშრომის ცენტრალური ნაწილი – ისეთი ქმედებების წარმოქმნა, რომლებიც „სხვის“ ადგილას აღმოჩენის გამოცდილებას აჩენს.

თბილისის ტრიენალეზე ხელოვანი ორ პერფორმანსს წარმოადგენს, რომლებშიც ძირითადი თემა ის ადამიანებია, რომლებიც ეთნიკური ან პოლიტიკური მიზეზების გამო დევნილებად იქცნენ. ამ ამბებს ავტორი „სხვებთან“ სადილის დროს და პერფორმატიულ კითხვაში გააზიარებს. ჩვეულებრივი ადამიანების ამ პირადი ამბების გასაცვლელი ადგილი თბილისში არსებული უბრალო ბინა იქნება.

# რ. თაბუკაშვილის ქ. 42/მე-3 სართული/1-ლი სადარბაზო

არტისტის შესახებ –http://veronicatroncoso.cl/ "