ჯგუფ რედიოჰედის ვარსკვლავმა ახალი ტრეკი გუშინ 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა. მუსიკალურ ვიდეოში ვნახავთ კადრებს, რომლებიც არასამთავრობო ბუნებისდამცველმა ორგანიზაციამ – გრინპისმა, გადაიღო.
რედიოჰედის მომღერალმა მხარი დაუჭირა გრინპისის მისიას, რომელიც მიზნად ისახავს ანტარქტიდის ოკეანეს დაცვას კლიმატური ცვლილებებისგან, კომერციული თევზაობისგან და ადაიანის ჩარევისგან.
ტრეკის სახელწოდებაა – Hands off the Antarctic. ვიდეო საპრემიეროდ ლონდონის მარბლ არჩზე იყო გაშვებული.
"არსებობს ადგილები ამ პლანეტაზე, რომლებიც ხელუხლებლებად და ველურად უნდა დავტოვოთ, ისინი არ უნდა იყვნენ განადგურებულნი ადამიანის ნაკვალევით," აცხადებს ტომ იორკი. "ტრეკის მიზანი ამ მძიმე ნაფეხურების დაუნდობელი მსვლელობის შეჩერებაა. ანტარქტიდა ნამდვილი უდაბნოა და რაც იქ მოხდება ყველაზე იმოქმედებს, სწორედ ამიტომ უნდა დავიცვათ ის."
გრინპისი ანტარქტიდული ოკეანის კომისიას რეგიონის საზღვაო ეკოსისტემის დაცვაზე იყოლიებს. მათი მიზანია შეიქმნას ამ ადგილას დაცული ტერიტორია.
ბოლო კვლევების მიხედვით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ანტარქტიდის ყინულის დნობის სიჩქარე სამჯერაა გაზრდილი. ეს მაჩვენებელი დღევანდელი მონაცემებით ყველაზე მაღალია.
გრინპისმა ივნისში წარმოდგენილი ანგარიშით აჩვენა პლასტმასისა და სხვადასხვა მავნე ქიმიური ნივთიერებების კვალი ანტარქტიდაში, მსოფლიოს ერთ-ერთ ხელშეუხებელ ადგილას.
მოუსმინეთ ტომ იორკისა და გრინპისის ერთობლივ პროექტს: