ანდრეი ზვიაგინცევი – მასტერკლასი

"თანამედროვე კინოს დიდოსტატები" საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში XXI საუკუნის კინომეტყველების ფორმების დანერგვასა და განვითარებას. 

რიგით მეორე, შემოდგომის სესიის ფარგლებში საქართველოს ეწვევა და მასტერკლასს გამართავს უახლესი კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კინორეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი. 

ანდრეი ზვიაგინცევის ხელწერა გამოირჩევა ერთი მხრივ, მწვავე სოციალურ-პოლიტიკური მესიჯებით, ხოლო მეორე მხრივ, ღრმა და პოეტური ნარატივით. რეჟისორმა აღიარება მოიპოვა მსოფლიოს არაერთ წამყვან კინოფესტივალზე: სადებიუტო ფილმისთვის "დაბრუნება" ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო "ოქროს ლომი" დაიმსახურა, ხოლო ფილმები "ელენა" , "ლევიათანი" , "უსიყვარულოდ" კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ წელს ადნრეი ზვიაგინცევი კანის ჟიურის წევრიც იყო. 

22-23 ოქტომბერს მასტერკლასი ჩატარდება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში

24 ოქტომბერს კი კინოთეატრ ამირანის დიდ დარბაზში გაიმართება ფილმის "უსიყვარულო" სარეჟისორო ვერსიის ჩვენება, რომლის დასრულების შემდეგაც დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება ავტორთან ღია დისკუსიაში ჩაერთოს.

◾ პროექტის ორგანიზატორია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
◾ პროექტის გენერალური მხარდამჭერია adjaranet.com

მედიამხარდამჭერები არიან: Artarea/Tv2.0 Cinemania.ge ინდიგო • Indigo

დასწრება თავისუფალია.
გთხოვთ, 19 ოქტომბრამდე შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა 
➡ https://goo.gl/cXT4Uj "