12 ჟურნალისტი ║ ნანუკა ჟორჟოლიანი

1. ნიკა ტაბატაძე

ამ ქვეყანაში დასავლური მედიის შექმნაში ყველაზე დიდი როლი ჰქონდა ნიკას. სტანდარტები, ნიუსის შექმნის სტილი, პრიორიტეტები, წაყვანის მანერა. მოკლედ, ნომერ პირველად დარჩა ნიკა ჩემს წარმოდგენაში.

2. ნათია ზამბახიძე

ყველასგან განსხვავებული იყო. ისტერიულ ჟურნალისტიკაში მისი საუბრის მანერა ხდიდა მას ძალიან გამორჩეულს. მისი კომპეტენცია, განათლება, სტილი. ნათია ერთადერთი იყო და ასეთად დარჩა.

3. დავით ნიკურაძე

ძალიან კომპეტენტურია, მისი თხრობის მანერა, არასოდეს შეცდომა არ ეპარება.

4. ოპრა უინფრი

მსოფლიო პრეცენდენტი შექმნა სტუდიაში გულწრფელად მოყოლილი ამბების. ჯერ იყო ოპრა და მერე იყო დანარჩენი სოციალური თოქ-შოუები. ყველაზე რთულ სეგმენტს, ადამიანურ ისტორიებს დაუსრულებლად არსებობის საშუალება მისცა.

5. ელენ დეჯენერესი

უგიჟესია, ძალიან თავისუფალია, შოუ იცის, როგორც არავინ, ვგიჟდები ამ ქალზე.

6. ნოდარ მელაძე

კაცი ორკესტრი. შეუძლია დაამონტაჟოს, გადაიღოს, დაგეგმოს, წაიყვანოს, ჩაწეროს, გაშიფროს, ვებიც მართოს, კურიერის ნიუსრუმიც. ნოდარი არის უნიკალური მედია სივრცეში.

7. კრისტიან ამანპური

ნომერ პირველი რეპორტიორია. არავის ისე არ შეუძლია შემთხვევის ადგილიდან რეპორტაჟის წაყვანა, როგორც მას.

8. ანდერსონ კუპერი

გაწონასწორებული, რესპექტაბელური წამყვანი. მე მგონია რომ ნიუსის საუკეთესო მთხრობელია.

9.გიორგი გაბუნია

ძალიან საინტერესო, პრინციპული, რევოლუციონერი ჟურნალისტია.

10. ნიკა გვარამია

ამ სიაში მოხვდა როგორც საუკეთესო მედიამენეჯერი. რომელთან მუშაობის დროსაც გაქვს გარანტირებული თავისუფლების ხარისხი და დაცულობის შეგრძნება.

11. მაია ლომიძე

ამ გოგოს ყველა სიუჟეტი ტელე ნოველაა.

12. თეა ადეიშვილი

თეას შეუძლია ყველაზე ნეგატიური გმირიც კი შეგაყვაროს.