პასპორტი – პრემიერა

3 ნოემბერს ღია სივრცეში "პასპორტის" პრემიერა განიმართება. სპექტაკლის ნახვა მაყურებელს ოთხი დღის განმავლობაში შეეძლება – 3, 4, 7 და 8 ნოემბერს 20:00 საათზე.

გაეცანით დამატებით ინფორმაციას:

"ტექსტი – ანდრო დადიანი, მიხეილ ჩარკვიანი
რეჟისორი – მიხეილ ჩარკვიანი
მხატვარი – ანა გურგენიძე
კომპოზიტორი – ერეკლე გეწაძე
მონაწილეობენ: გიგა დათიაშვილი, კოკა მაჩიტიძე, გიგი რეხვიაშვილი, ირაკლი კაკაბაძე, ირაკლი სირბილაშვილი, ბიჭკა ჭეიშვილი.

სპექტაკლის შესახებ:
საქართველოს მოქალაქის პასპორტის პირველ გვერდზე ვკითხულობთ: „პასპორტის მფლობელს მფარველობას უწევს საქართველო. ეს პასპორტი წარმოადგენს საქართველოს საკუთრებას. პასპორტი 48 გვერდიანია.“
საქართველოს ტერიტორიის 25 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. კონფლიქტურ რეგიონში ცხოვრება სრულიად გაუსაძლისია. „მეზობლები“ ყოველდღიურად იტაცებენ მწყემსებს და გამოსასყიდს სთხოვენ ოჯახებს. საზღვართან, სათვალთვალო კამერების წინ კლავენ ახალგაზრდა მამაკაცს და ტელევიზიებით გადმოსცემენ. საზღვრიდან იტაცებენ მამაკაცს, რომელიც თითქოს დივერსიის მოწყობას აპირებს, შემდეგ იგი შემთხვევით პოლიციის განყოფილების კიბეებზე გორდება და კვდება. არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობაა. მამაკაცს 26 დღე არ აბრუნებენ სამშობლოში. ოჯახი გვამს ელოდება. როგორც კი ცხედარს გადმოსცემენ, მოკლულის დედა დაღუპული შვილის ჯიბიდან პასპორტს ამოიღებს, 48 გვერდიან პასპორტს, რომელიც საქართველოს საკუთრებაა, შემდეგ მთელ ქვეყანას თავისი შვილის ნატანჯ ხელებს აჩვენებს.
„პასპორტი“ „ღია სივრცის" ახალი დოკუმენტური სპექტაკლია, მისი ტექსტი მთლიანად ეფუძნება კონფლიქტურ რეგიონში მოპოვებულ პირად ინტერვიუებს.

ხანგრძლივობა – 70 წთ. შესვენების გარეშე"