კვირის Mood Board

ყოველკვირეული რუბრიკა – Mood Board, იზრუნებს კვირის დადებითი ენერგიით დაწყებაზე და თქვენი განწყობის ამაღლებაზე. ✨

 

კვირის ფერია

ცისფერი ცისა და ზღვის ფერია. ის ასოცირებულია ღია სივრცეებთან, თავისუფლებასთან, ინტუიციასთან, წარმოსახვასთან, გამოხატვასა და მგრძნობელობასთან. ლურჯი ფერი ასევე სიღრმის, ნდობის, ერთგულების, სიბრძნის, სტაბილურობის, თავდაჯერებულობისა და განათლების ფერია. 

ცისფერი და ლურჯი ფერები დადებით გავლენას ახდენენ ჩვენს გონებაზე და სხეულზე. მას აქვს დამამშვიდებელი თვისებები და გვეხმარება თვითგამოხატვაში, თუმცა ეს ფერი ცნობილია, მადას გვიქრობს, ამიტომ რესტორნები ლურჯს ნაკლებად იყენებენ. 

ლურჯი ფერი ჰერალდიკაში ღვთისმოშიშობასთან, მაღალ მგრძნობელობასა და გულწრფელობასთან ასოცირდება. 

ზედმეტმა ცისფერმა თუ ლურჯმა შესაძლოა გამოიწვიოს მელანქოლია, ნეგატიურობა, სევდა, თვითმმართველობაზე ორიენტიულობა. ამ ფერების ნაკლებობასთან ეჭვი, დეპრესია, უჟმურობა, სისწრაფე და არასანდოობა ასოცირდება.

 

კვირის სიმღერაა

 

Joy Division — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა 1976 წელს სელფორდში (ინგლისი). მასში შედიოდნენ: იენ კერტისი (ვოკალი, გიტარა), ბერნარდ სამნერი (გიტარა, კლავიშებიანი საკრავები), პიტერ ჰუკი (ბას-გიტარა, ვოკალი) და სტივენ მორისი(დასარტყმელი საკრავები, პერკუსია).

ჯგუფი ძირითადად პანკ-როკის ჟანრის მუსიკას უკრავდა, რომელიც გადაიზარდა პოსტ-პანკის ჟანრის ჟღერადობაში.

 

კვირის სახელოვნებო ნიმუშია

დემიენ ჰირსტი

იესოს ჭრილობები (2005)

 

კვირის ფრაზაა​

ენდი უორჰოლი – ამერიკელი მხატვარი, ავანგარდისტი კინოხელოვანი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ასევე მოღვაწეობდა როგორც გამომცემელი, მუსიკის პროდიუსერი და მსახიობი. პოპ-არტის მიმდინარეობის ერთ-ერთი დამფუძნებელი აშშ-ში 1950-იან წლებში.

ენდი უორჰოლი იყო პირველი მხატვარი რომელმაც აღიარა ტრაფარეტული ბეჭდვის შემოქმედებითი პოტენციალი, რომელიც ადრე მხოლოდ სამრეწველო შეფუთვებზე გამოიყენებოდა.