Under Armor – “It’s what you do in the dark that puts you in the light”
შინაარსით ღრმა და ჟღერადობით მხატვრული. ვეფხისტყაოსნის აფორზმივით ჟღერს.
VW – “Think Small”
იმ დროს როდესაც ეს სლოგანი გამოიყენა ფოლკსვაგენის ხოჭომ, ეს მანქანა ზუსტად ისეთი იყო როგორიც იმ დროინდელი ამერიკული მანქანები, ოღონდ პირიქით :) სლოგანიც ზუსტად ისეთია როგორიც იმ დროინდელი სტანდარტული სლოგანები, ოღონდ პირიქით.
Aspirin – “Don’t worry babe, I’m not filming this.mov”
თავის ტკივილის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს.
Vespa – “Maybe your second car shouldn’t be a car”
ამ სლოგანის ძლიერი მხარე ორიგინალური მარკეტინგული სტრატეგიაა.
Economist – “Trump Donald”
ეს ჩემი ჯგუფელი კოპირაიტერის ნამუშევარია, სადაც სახელი და გვარის ადგილების შეცვლით შეიცვალა შინაარსიც – ვფიქრობ, “აჯობე ტრამპს” მშვენიერი მოწოდებაა ჟურნალი “ეკონომისტი”-სთვის.
Fedex – “Guten Morning”
სოლო წითუაშვილის არაჩვეულებრივი სლოგანი, რომელიც ვფიქრობ ახსნას არ საჭიროებს.
Diesel – Be stupid
ფოლკსვაგენის “Think small”-ის მსგავსად, აქაც მომწონს ის, რომ ბანალური სლოგანის 180 გრადუსით შემოტრიალებით მიიღეს რაღაც ორიგინალური და რელევანტური.
Guinness – Good things come to those who wait
ყველა ბრენდი, პროდუქტი ცდილობს თავის სუსტი/უარყოფილი მხარის დამალვას, გინესმა საკუთარი პროდუქტის ერთადერთი მინუსი (გინესის ლუდის ჩამოსხმას მეტი დრო ჭირდება) პირიქით, წინ წამოწია და ამით ხაზი გაუსვა ამ ლუდის განსაკუთრებულობას.
Porsche – “If you could choose between world peace and Porsche 911, what color would you want your Porsche to be?”
მომწონს უტიფარი ეგოიზმი რაც ამ სლოგანში ჩანს. პორშეს ყიდვას ნამდვილად ვერ დავარქმევთ ემპათიურ ან თუნდაც რაციონალურ გადაწყვეტილებას.
Quilted Northern – “Designed to be forgotten”
შეუდარებელი სლოგანი ტუალეტის ქაღალდისათვის.
Johnny Walker – “Keep walking”
ვისკი არაჩვეულებრივი ატრიბუტია გამარჯვების, წინსვლის აღსანიშნავად, და როდესაც ამ ვისკის თან ჯონი უოკერი ჰქვია, მაშინ “Keep walking” როგორც იტყვიან ზედ გამოჭრილი სლოგანია.
Lemondo – “Sweet things. Done.”
ეს ჩემი მეგობრების კომპანიაა, მომწონს ბავშვური სიმარტივე და ამ დროს საქმეზე ორიენტირებულობა რაც ჩანს ამ სლოგანში, ვფიქრობ არაჩვეულებრივი კომბინაციაა იმ კომპანიისათვის, რომლის ძირითადი საქმეც თამაშების კეთებაა.