ინტერიერის მოწყობამდე ნახეთ ეს ცნობილი ფილმები

CALL ME BY YOUR NAME

ულამაზესი სასიყვარულო ისტორიის გარდა, ,,Call Me By Your Name" ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი სახლის ინტერიერს გვთავაზობს. რბილი, რომანტიკული ფერები და ანტიკვარული ნივთები მინიმალიზმსა და მოდერნიზმს საბოლოოდ დაგვავიწყებენ.     

 

MARIE ANTOINETTE

დეკორი, რომელიც თავს დაგვავიწყებს. ფრანგი დედოფლის ისტორია ულამაზესი ორნამენტული შპალერით, მდიდრული ქსოვილებითა და ფრანგული ავეჯითაა გადმოცემული. ეს ფილმი საუკეთესოა მათთვის ვინც თვლის, რომ "მეტი მეტია".

 

THE GREAT GATSBY

თუ თქვენ სახალისო და ამავდროულად გლამურული სახლის მოწყობა გინდათ ამ ფილმის ნახვა აუცილებელია. ყოველ ოთახს საკუთარი განსაკუთრებული განწყობა აქვს, რომლებიც 20-იანი წლების გრძნობას ზუსტად ასახავს.

 

MIDNIGHT IN PARIS

ეს ფილმი დროში გამოგზაურებთ, ამიტომაც მაყურებლებს გვეძლევა საშუალება მრავალი ინტერიერი ვიხილოთ. ამ ფილმის წყალობით, ვნახავთ ყველაფერს დაწყებული 20-იანი წლების ღამის კლუბებიდან თანამედროვე სასტუმროს დეკორამდე. 

 

A SINGLE MAN

მოდის დიზაინერი ტომ ფორდი ინტერიერებს იმდენივე ყურადღებას უთმობს, რამდენსაც თვითონ ფილმის შინაარსს. ყველა ოთახში მრავალფენოვანი პატერნები, ფერები და ტექსტურებია გამოყენებული, რომელიც 60-იანი წლების მოყვარულებს ნამდვილას შთააგონებს. 

 

500 DAYS OF SUMMER

ფილმში აწყობილი ინტერიერები თბილი და მასპინძლურია, კიჩური გრძნობების გარეშე. ყველას, ვისაც სურს პატერნებისა და ფერების სწავლა ეს ფილმი მათ ნამდვილად დაეხმარება.