პრემია “იკა” – IKA Award

კრეატიული აზროვნების დონე ახალგაზრდულ ასაკში განსაკუთრებით მაღალია. გვსურს დამწყებ არტისტებს ჰქონდეთ აღქმა, რომ მათი ნამუშევრები იმსახურებენ ყურადღებას, რომ მათი შემოქმედება მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ 2018 წლის 18 ნოემბერს დაარსდა ახალი პრემია კულტურის დარგში – „პრემია იკა”, რომლის მისიაც ახალგაზრდა არტისტებისთვის მოტივაციის ამაღლება და მათ მიმართ მხარდაჭერის გამოხატვაა. „პრემია იკა“ ეს არ არის შეჯიბრებითობაზე დაფუძნებული პრემია, კონკურსებისგან განსხვავებით პრემია "იკა" თავად პოულობს საინტერესო, ნიჭიერ ახალგაზრდა არტისტებს და აჯილდოვებს მათ.

პრემია “იკა” – IKA Award ეს არის:
⦁    ხელოვანი ადამიანების და მათი შემოქმედების აღიარების პრემია;
⦁    ახალგაზრდა არტისტებისთვის მადლობის გამოხატვის საშუალება (ე.წ. Appreciation award);
⦁    ახალი , თანამედროვე კულტურული პლათფორმა.  
სლოგანი
“შენი შემოქმედება მნიშვნელოვანია!”
“YOUR ART MATTERS”
პრემიის მიზნებია: 
⦁    ახალგაზრდა შემოქმედი ადამიანების აღმოჩენა
⦁    ახალგაზრდა არტისტებისთვის მოტივაციის ამაღლება;
⦁    ახალგაზრდა არტისტების და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია;
⦁    გამარჯვებულ ნომინანტებისთვი შემდგომ საქმიანობაში ხელშეწყობა .

ნომინაციები: ( პრემია იკა გაიცემა კულტურის სფეროს 8 ნომინაციში )
⦁    ილუსტრაცია
⦁    პოსტერის/პლაკატის დიზაინი 
⦁    მხატვრობა
⦁    კინო
⦁    ფოტოგრაფია
⦁    ლიტერატურა 
⦁    მუსიკა 
⦁    ხელნაკეთი ნივთი

როგორ ვპოულობთ ნიჭიერ ახალგაზრდა არტისტებს ? 
ყველა ნომინაციისთვის, პრემიის გარშემო შეიკრიბა ცნობილი, წარმატებული და საკუთარ შემოქმედებით საქმიანობაში რეალიზებული, პროფესიონალი ადამიანების ჯგუფი. ჩვენი მათ – პრემია იკას "კულტურის ატაშეები" ვუწოდეთ. ესენი არიან  უკვე შემდგარი ვიზუალური ხელოვნების არტისტები, გალერისტები, ფოტოგრაფები, მხატვრები , მწერლები, კინემატოგრაფისტები , მუსიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები, სწორედ მათი დახმარებით ეძებს პრემია პოტენციურ ნომინანტებს. კულტურის ატაშეები ადგენენ სიას რომელიც შემდგომში ეგზავნება 8 ადამინისგან შემდგარ ჟიურის, ჟიურის გადაწყვეტილება ცნობილი გახდება ცერემონიაზე სადაც გამოვლინდება ყველა ნომინაციაში გამარჯვებული კანდიდატები. 
ვინ და როგორები არიან იკას პრემიის პოტენციური კანდიდატები ? 
ესენი არიან – ახალგაზრა, კრეატიული ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი შემოქმედებითი – ორიგინალური ხედვა და პრინციპები. არიან დამწყებები, ან უკვე რამდენიმე წელია მოღვაწეობენ ხელოვნების ამა თუ იმ დარგში , მაგრამ ისინი ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობები არიან.

რატომ ქვია პრემიას იკა?
პრემიას სახელი ეწოდა, იკა კაკულიას საპატივცემულოდ. იკამ თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა იყო , ახალგაზრდა შემოქმედი, დიზაინერი, გრაფიკოსი, ბოლო პერიოდში მოღვაწეობდა კრეატიულ ინდუსტრიაში. 
სამწუხაროდ იგი 2016 წელს, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა, პრემია სწორედ მის სახელს ატარებს. 

პრემია იკას ოფიციალური წარმდგენია კომპანია – ტერაბანკი
პრემიის გადაცემის ცერემონია გაიმართება , ა.წ 22 დეკემბერს.