12 კოქტეილი ║ სალომე პირველი

1. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და საყვარელი კოქტეილი არის Hendricks Gin tonic with cucumber. 
Hendricks Gin ვარდის და კიტრის ექსტრაქტზე დამზადებული ჯინია, რომელიც აუცილებელია მომზადდეს კიტრით.

მომზადების წესიც ძალიან მარტივია: 
60 მლ Hendricks Gin , 
100 მლ ტონიკი , 
კიტრის ნაჭრები 
და ყინული.

2. The Botanist Gin რომელიც დამზადებულია 22 მცენარისგან არის ჩემი ბოლო დროის აღმოჩენა. მისი ყველა კოქტეილი განსაკუთრებულად გემრიელია და მსუბუქია.
მასაც როგორც Hendricks-ს მომზადების თავის წესები აქვს. 
The Botanist ჯინ ტონიკი მზადდება კენკრისგან (მალინა, შტო,მარწყვი,ჟოლო,შავი კენკრა)

50 მლ – The Botanist Gin
100 მლ ტონიკი,
(მალინა, შტო,მარწყვი,ჟოლო,შავი კენკრა) ან შეგვიძლია გამოვიყენოთ სიროფებიც ყინული.


3. იტალიური აპერიტივი Aperol Spritz, ზაფხულის კოქტეილებში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში ნამდვილ Aperol Spritz-ს ცოტა ადგილას თუ დალევთ. ის აუცილებლად უნდა მომზადდეს იტალიური შუშხუნა (პროსეკო) ღვინით. 

ღვინის ჭიქაში ვყრით ყინულს,და მხოლოდ ამის მერე ვამატებთ
125 მლ Prosseco, 
75მლ Aperol 
25 მლ გაზიანი  წყალი 
და ფორთოხლის ნაჭერი. 
არსებობს  აპეროლის მომზადების ახალი რეცეპტიც:
100 მლ Prosseco, 
100 მლ Aperol, 
ძალიან ცოტა გაზიანი წყალი 
ფორთოხლის ნაჭერი.


4. HENDRICK'S GIN MULE – ჯინის კოქტეილები მე პრიადად მგონია რომ ყველაზე გემრიელი დასალევია. 

50 მლ – Hendrick's Gin
20 მლ ლაიმის ფრეში
დავასხათ ჯინჯერი
3-4 ნაჭერი მრგავალდ დაჭრილი კიტრი

5. The Botanist Martini –  ჯინის კოქტეილი.

ჩამონათვალიდან ჩანს რომ ჯინის კოქტეილებს უპირატესობას ვანიჭებ, რაც Hendricks Gin- ის არა მარტო, როგორც ჯინის არამედ, როგორც ბრენდის სიყვარულით გამოდინარეობს.
50 ml The Botanist  Gin
10 მშრალი ვერმუტი
მარწყვი ან მალინა


6. Negroni – ყველასთვის ცნობილი ჯინის კოქტეილი.

30 მლ ნებისმიერი London dry gin (The Botanist, Hendricks, Tanqueray, Bombay Sapphire)
30 მლ Campari
30 მლ Vermouth rosso


7. Scottish Pair – ვისკის ერთ ერთი უგემრიელესი კოკტეილი. მომზადების წესი:

Glenfiddich 12 Y.O – 30 მლ
Hendricks Gin- 50 მლ
აგავას სიროფი (მონინი)- 15 მლ
ლიმნის ფრეში -10 მლ. 
მცირე რაოდენობით დარიჩინი და შაქარი


8. Apple Ballini –  ერთალაოიანი ბალვენისგან მზადდება არაჩვეულებრივი და ძალიან მსუბუქი კოქტეილი:

30 მლ – Balvenie 12 
30 მლ – ვაშლის ფრეში 
60 მლ -შამპანიური (აუცილებლად ცივი)

9. Hennessy Berry – კონიაკის მარტივი კოკტეილი.

50 მლ – ჰენესი 
150 მლ – შტოში (Cranberry juice) 
20 მლ -ლიმნის წვენი 
1 ნაჭერი ლაიმი

10. Glenmorangie Zest – ძალიან გემრიელი და ცნობილი ვისკის კოქტეილი .

50 მლ გლენმორანჯი ორიგინალი
150 მლ ჯინჯერ ელი
4-5 წვეთი ანგოსტურას ბიტერი
ფორთოხლის ზესტერი (ანათალი) გარნიშად

11. Tullamore DEW Irish Coffee ირლანდიური ვისკის კოქტეილი.

მომზასდების წესი:
ყავა ამერიკანო 
2 კოვზი შაქარი ( გემოვნებითაც შეგიძლიათ) 
30 მლ ირლანდირუი ვისკის ტულამორი.


12. Monkey Espresso Martini – კლასიკური ყავის კოქტეილი

მომზადების წესი:
40 მლ – ვისკი Monkey Sholuder
30 მლ ესპრესო
15 მლ ლიქიორი Kahlúa
შაქრის სიროფი გემოვნებით