12 გამონათქვამი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე

Team success! landing page design greeting celebration design 2d character 2d design illustrator article illustrations magazine illustration motion graphics designer character success web interface web illustration google ui explainervideo charachters character design

წარმატებისკენ მიმავალი გზა შეიძლება ეკლიანიც აღმოჩნდეს. აქ თავმოყრილი გამონათქვამებით შევეცდებით გაგამხნეოთ და განახლებული ძალა შეგძინოთ.

1. წვრილმან გეგმებს ნუ დააწყობ, ხიბლი არ აქვთ – დიადზე იოცნებე და დიდ-დიდი საქმეებიც დაისახე მიზნად! – დენიელ ჰ. ბარნამი.

2. …წარმატების უპირველესი გასაღები ურწყევი რწმენა და მკაფიო ხედვაა; ნებისმიერი ნაოცნებარი შეგიძლია სინამდვილედ აქციო. – ლინდა ბრედფორდ რაშკე, წიგნიდან ,,ქალები ქუჩაში”.

3. ათიანში რომ გაარტყა, ცოტა მაღლა დაუმიზნე. – უცნობი ავტორი.

4. ნამდვილი მუსიკის დასაკრავად თვალი მუდამ უშორესი ვარსკლავისაკენ უნდა გაგირბოდეს. – იეჰუდი მენუხინი.

5. თუ წარმატება გსურს, ყოველივე შენს მისწრაფებას დაემორჩილე, აზრი და მიზანი შეათანხმე, და ძალ-ღონეც არასოდეს დაიშურო. – კლოდ მ. ბრისტოლი.

6. კარგა ხანია მივხვდი იმას, რომ მიზანდასახული ხალხი ბედს კი არ ელოდება, გამუდმებით ბედის შესახვედრად მიუწევს გული. – ელინორ სმიტი.

7. ან ვიპოვით გზას, ან ახალს გავიყვანთ. – ჰანიბალი.

8. სულის სიმტკიცე ის კი არაა, არასდროს დაეცე – საქმე ისაა, დაცემულმა წამოდგომის ძალა იპოვო. – კონფუციუსი.

9. თავისთავად ერთი მარცხი კი არაა საქმის წამხდენი – არამედ შემდგომის შიშით უკანდახევაა… დაივიწყე და გზა განაგრძე. – ენ შერონ მონრო ,,სიმღერა წვიმაში”.

10. ოქროს, ზურმუხტისა და ალმასის მოსაპოვებლად ჯერ ზღვა ტალახი უნდა ჩიჩქნო. – პემ ბრაუნი.

11. წარმატება ერთჯერადი აალების შედეგად არ მოდის – საკუთარ თავს მუდმივად ცეცხლი უნდა შეუნთო ხოლმე. – რეგი ლიჩი.

12. დიდი მიღწევა, როგორც წესი, მარცხის მყარ საძირკველს ეფუძნება. – პემ ბრაუნი.