ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის ულამაზესი შენობები

ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვაისერი ავსტრიელი ხელოვანი და არქიტექტრია. მისი კარიერის უდიდესი ნაწილი სწორი ხაზის უარყოფას ეთმობა. ჰუნდერტვაისერი გამოირჩევა ბუნებრივი, ორგანული მრუდებით. სამოცდაათიანი წლების ხელოვანი და არქიტექტორი ბუნებრივ ლანდშაფტს დიდ ყურადღებას უთმობს და გარემოსთან შეთანხმებით ქმნის ულამაზესს არქიტექტურულ ნაგებობებს. მისი ხელწერა გამორჩეულია არათანაბარი იატაკით, უნიკალური ფანჯრებითა და სპონტანური ვეგეტაციებით.

 

Kuchlbauer Tower

Kuchlbauer-ის კოშკი 35 მეტრი სიგრძისაა და ის გერმანიაში მდებარეობს. ჰუნდერტვაისერი 2000 წელს, კოშკის დაგეგმარების პერიოდში, გარდაიცვალა. თუმცა, შენობა მისივე ნახაზებითა და ჩანახატების მიხედვით დასრულდა. 

 

Waldspirale

ნაჩვენები შენობა საცხოვრებელი კორპუსის კომპლექსია. სახელწოდება სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც – ტყის სპირალი. კომპლექსი მოიცავს 105 ბინას, პარკირებისათვის განკუთვნილ გარაჟს და კიოსკს კაფესთან ერთად. საბოლოოდ, კორპუსი 1000 უნიკალური ფანჯრისაგანაა შემდგარი. ამის მსგავსად, ყოველ კარს სხვადასხვა, ერთმანეთისაგან გამორჩეული სახელურები აქვს. 

 

Hundertwasserkirche

ეკლესია აშენებულია 1950 წელს, მოგვიანებით კი ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვაისერმა შენობას ახალი სიცოცხლე შესძინა. შენობა გარშემორტყმულია 12 ჭიშკრით, რაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის გამომხატველია. კოშკი, სახურავი, ფასადი და ოქროსფერი ნივრისებრი გუმბათი მდიდრული და განსხვავებული ფორმებისაა.

 

Green Citadel

ეს შენობა არქიტექტორის საბოლოო პროექტს წარმოადგენს. მას თავდაპირველად სთხოვეს ძველი შენობა აღმოსავლურ გერმანული სტილით შეეცვალა, თუმცა საბოლოოდ სულ სხვა შედეგი მივიღეთ. შენობა 42 ოთახიანი სასტუმროა. ყველა მათგანი უნიკალურადაა მოწყობილი. აქ ასევე განთავსებულია თეატრი, საოფისე ადგილები, მაღაზიები, ბაღი და 55 საცხოვრებელი ბინა. 

 

Quixote Winery

მოცემული ნაგებობა უნდერტვაისერი​ს ერთადერთი ნამუშევარია აშშ-ში. კალიფორნიაში განთავსებული ღვინის ქარხანა კარლ დუმანს ეკუთვნის. დიზანის პროცესისა და კონსტრუქციის მეთოდების გათვალისწინებით ნაგებობის აშენებას 10 წელი დასჭირდა. ქარხანა კერამიკული ფილებისაგან, შეღებილი ბოძებისა და უსწორმასწორო იატაკისაგან შესდგება. 

 

Hundertwasserhaus, Plochingen

შენობა საკუთარი არქიტექტურითა და მხატვრული ემენენტებით ნამდვილად გამოირჩევა. ის განთავსებულია სამხრეთ გერმანიის პატარა ქალაქში. აქ ვხედავთ ნათელ ფერებს, მრგვალ ფორმებს და გამორჩეულ აივნებს. შენობებზე განთავსებული ზოლები წვიმიანი ამინდის სიმბოლოს წარმოადგენს, რაც ამ ადგილისათვის ნამდვილად არაა უცხო.