ერიკ-ემანუელ შმიტის შეხვედრა მკითხველთან

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ინიციატივითა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის (Institut Français de Géorgie) ხელშეწყობით საქართველოს ბელგიელი მწერალი ერიკ-ემანუელ შმიტი ეწვევა. 30 ნოემბერს, 19:00 საათზე, მწერალი მკითხველებს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლითეკაში შეხვდება. შეხვედრისას ის ისაუბრებს თავის შემოქმედებაზე, უპასუხებს მკითხველთა შეკითხვებს და დაარიგებს ავტოგრაფებს. 

ერიკ-ემანუელ შმიტი ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ცნობილი და პოპულარული ფრანგულენოვანი ავტორია, რომლის ნაწარმოებები 40-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. მიღებული აქვს რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული და თეატრალური პრემია. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ ერიკ-ემანუელ შმიტის არაერთი ნაწარმოები გამოსცა, მათ შორის: „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“, „პილატეს სახარება“ „ნოეს შვილი“, „ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები“ და „ულისე ბაღდადიდან“. 

► მოდერატორი: მერაბ ფიფია
► მთარგმნელი: მებო ნუცუბიძე