Robin Eisenberg
რობინ ეისენბერგი ილუსტრატორია ლოს-ანჯელესიდან. მისი ნამუშევრების მთავარი თემა ქალის ფორმაა, რასაც კოსმოსის გამოსახულებებს ურთავს თან. მის დახატულ ქალებს, რომლებსაც მესამე თვალი, იასამნისფერი კანი და სხვა საინტერესო მახასიათებლები აქვთ, ყოველდღიურ სიტუაციებში ვხედავთ. მისი ილუსტრაციების მთავარი მიზანი თავისუფლება და თვითგამოხატვაა, რაც ნამდვილად იგრძნობა.
POLLY NOR
თუ სადმე ეშმაკისა და ქალის გამოსახულებებს გადააწყდებით დიდი შანსია, რომ ილუსტრაციები მოცემულ ცნობილ ილუსტრატორს ეკუთვნოდეს. მისი ნამუშევრები ურთიერთობებს, სექსუალურობასა და ქალურობას უკავშირდება.
Lisa Congdon
ლისა კონგდონი მხატვარი, ილუსტრატორი, კალიგრაფისტი, შვიდი წიგნის ავტორი და აქტივისტია. მისი ნამუშევრები იმის გარდა, რომ სასიამოვნო განწყობას გვიტოვებს ხშირად სავსეა პოლიტიკური განცხადებებითა და მნიშვნელობებით.
tarabooth
ასევე, ძალიან საინტერესო ილუსტრატორი ინსტაგრამზე, რომელიც ყოველდღიურობას საკუთარი ხედვით გვანახვებს.