სკოლების გამოფენა 2018

სკოლების გამოფენა 2018 – განათლება, სპორტი, გართობა, თბილისში გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯია“-ში 7-8 დეკემბერს ტარდება, გამოფენის სტუმრები, უპირველეს ყოვლისა, შვილების განათლების საუკეთესო პერსპექტივების მაძიებელი მშობლები არიან.

გამოფენა საშუალებას აძლევს მშობლებს სრული წარმოდგენა შეიქმნან ბაზარზე არსებული სკოლების და მათი პროგრამების შესახებ, უშუალოდ სკოლების წარმომადგენლები.

სასკოლო პროგრამების გარდა, გამოფენაზე მოსულ მშობლებს საშუალება აქვთ დაგეგმონ შვილების არდადეგები საქართველოში და საზღვარგარეთ საზაფხულო/სათხილამურო სკოლებსა და ენის ცენტრებში. აარჩიონ სპორტული და სახელოვნებო წრეები, გასართობი ცენტრები. აქ ნებისმიერი ასაკის ბავშვის მშობელს შეუძლია მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია, აგრეთვე, გაეცნოს ენის შემსწავლელი ცენტრების შეთავაზებებს და გაცვლით პროგრამებს.

ორი დღის განმავლობაში, "ექსპოჯორჯია"-ს ტერიტორიაზე, 10 000-მდე საშუალო განათლებით დაინტერესებული მოსწავლე და მათი მშობელი მოიყრის თავს.

ჩამონათვალში შედის:

• კერძო სკოლები

• საჯარო სკოლები

• საზაფხულო სკოლები

• სახელმწიფო სამსახურები/რესურს-ცენტრები/გაცვლითი და სხვა პროგრამები

• სასკოლო წიგნების მწარმოებლები

• სასკოლო ინვენტარი/სასკოლო კანცელარია

• უცხო ენის სასწავლო ცენტრები

• მუსიკალური, სამხატვრო, საცეკვაო, სპორტული სკოლები და სხვადასხვა სასწავლო ცენტრები

• გასართობი ცენტრები