,,ზოგადად წიგნების, სიმღერების, ფილმების სიის კეთება არ მიყვარს, იმიტომ, რომ ეს სია ყოველდღე იცვლება განწყობის მიხედვით და მაგალითად შარშან სხვა ჟურნალს რა სია მივაწოდე, აღარც კი მახსოვს."
1. ასტრიდ ლინდგრენი – კითხვის შესაყვარებლად.
2. მარკესის "მარტოობის ასი წელიწადი" – რუტინიდან გასაქცევად.
3. ემილ ჩორანი – "ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე" – როცა გეგონებათ, რომ თქვენზე ცუდად არავინაა, წაიკითხეთ ეს წიგნი და ნახავთ, რომ უფრო ცუდად ყოფნაც შეიძლება.
4. მარიო ვარგას ლიოსა – უანგარო სიყვარულით მიყვარს და ამიტომ მინდა სხვებსაც უყვარდეთ.
5. მარგერიტ იურსენარი – ადრიანეს მოგონებები – დიდი რომანი დიდ სიყვარულზე დიდ ეპოქაში.
6. პლატონი "ნადიმი" – პლატონური სიყვარულისგან თავის დასაცავად !
7. კლდიაშვილი – ტრაგედიებში კომედიებისა და კომედიებში ტრაგედიების დასანახად.
8. ბორხესი – მოკლე დროში ბევრის გასაგებად
9. ილია ჭავჭავაძე "კაცია-ადამიანი" – ყოველ წელს !
10. ბორის აკუნინი "სასაფლაოს ამბები" – ერთერთი ყველაზე საინტერესო წიგნი, რაც ადამიანმა შეიძლება წაიკითხოს
11. კაფკა "მეტამორფოზა" – შინაგანი მეტამორფოზისთვის.
12. მარტინ ჰაიდეგერის და ჰანა არენდტის წერილები – "ყოფა და დრო" ყოველდღურ ყოფასა და დროში.