გურამ კაშიას პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენი გადასცა

ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მოძღვნილი მიღებაზე, ფეხბურთელ გურამ კაშიას, მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა.

„ძალიან მოულოდნელი იყო. უბედნიერესი და გაოცებული ვარ. ვერასდროს წარმოვიდგენდი ამ ჯილდოს. 

ჩემი ოჯახი იამაყებს. ეს ჩემი ადამიანობის ჯილდოა. ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ. ეს ჯილდო ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სპორტსმენის და ფეხბურთელის“,- განაცხადა გურამ კაშიამ.