ანიტა რაჭველიშვილი – წლის საუკეთესო საოპერო მომღერლი

ქართველმა საოპერო მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა Bachtrack Opera Awards-ზე წლის საუკეთესო ქალი მომღერლის კატეგორიაში გაიმარჯვა. მან ეს ტიტული 2016 წლის ოქტომბერში, პრიზის ოპერაში, "სამსონი და დალილას" ოპერიდან დალილას პარტიის შესრულებისთვის მიიღო.  

Bachtrack Opera Awards ოპერის სამყაროში ერთ-ერთი პრესტიჟული დაჯილდოვების ცერემონიაა. აქ საუკეთესო ქალი მომღერლის ნომინაციაში გამარჯვების შემდეგ, ის The New York Times-მა კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა.

"მას შეუძლია ითამაშოს ქალი, რომელიც არის მანიპულატორი, მოსიყვარულე და მიზანდასახული. მან წარმატებით გაართვა თავი სამ დიდებულ არიას და მისი დუეტი სამსონთან სრული მშვენიერებაა", – ასე შეაფასა Bachtrack Opera Awards-ის წარმომადგენელმა ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული როლი.

33 წლის ქართველი მეცო-სოპრანო 2017 წელს პრესტიჟულ საერთაშორისო საოპერო პრემიაზე International Opera Awards 2017-ზეც წარადგინეს.

2009 წლის ანიტა რაჭველიშვილს დიდი წარმატება მოუტანა ლა სკალას სეზონის გახსნაზე შესრულებულმა მთვარმა როლმა ოპერა კარმენში. ამის შემდეგ მან კარმენის პარტია შეასრულა მსოფლიოს დიდ ოპერებში, როგორიცაა მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი, ბერლინის ოპერა, ბავარიის სახელმწიფო ოპერა, ბერლინის სახელმწიფო ოპერა, სიეტლის ოპერა, სან-ფრანცისკოს ოპერის თეატრი, ტურინის თეატრო ღეგიო, კანადის ოპერის თეატრი და სხვა.

ანიტას რაჭველიშვილს 2014 წლიდან ჰყავს ჯაზ-ბენდი, რომელსაც მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი ხელმძღვანელობს. ის აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო საქმიანობაში.