ნიკო შერაზადიშვილი – ევროპის ძიუდოს კავშირი

EJU- პრესსამსახურმა, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველ მსოფლიოს ჩემპიონთან და მის მწვრთნელთან, ვრცელი ინტერვიუები ჩაწერა და ფილმი მოამზადა. სადაც ძიუდოში ესპანეთისთვის, მამაკაცთა შორის, ისტორიაში პირველი ოქროს მედლის მომტანი შერაზადიშვილი და მწვრთნელი – კინო რუისი, ბევრ საინტერესო ფაქტს იხსენებენ.

​„როდესაც ნიკო პირველად მოვიდა კლუბში, ჯერ ბავშვი იყო – 12-13 წლის იქნებოდა. ძალიან გამხდარი იყო, მაგრამ ძალიან მაღალიც. თავი შემოჰყო დარბაზში და ძალიან ცუდი ესპანურით იკითხა: „შეიძლება, აქ ვივარჯიშო?“ ძალიან მალე გავუგეთ ერთმანეთს, რადგან აქ კარი ყველასთვის ღიაა.“- ეს კინო რუისის სიტყვებია და ცხრა წუთიან ფილმში, ისტორია აქედან მსოფლიოს ჩემპიონობამდე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ შერაზადიშვილმა სექტემბერში, ბაქოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ნახეთ ვიდეო: