თორმეტმა მორიგი თორმეტი ნივთი შეარჩია.
პირველი ბრენდი მათ, ვინც დღევანდელ მოდას მიჰყვება. ,,Krawaii” streetwear სტილის ტანსაცმელს კერავს. ჩვენს მეგობრებს, ვინც კლუბებს ხშირად სტუმრობენ, ჰიპსტერობას აწვებიან ან უბრალოდ დემნა გვასალიას ნაშრომებზე გიჟდებიან მაგრამ შესაბამისი სახსრები არ აქვთ:
პრობლემის ,,დღეს ხიდზე რა ჩავიცვა” გადასაჭრელად
კრავაიმ იცის, რომ მარტო გოგოებს არ უყვართ კარგად ჩაცმა.
შეიძლება ჩვენსავით ღრმად იყავი დარწმუნებული, რომ ოთხმოცდაათიანების მერე წელის ჩანთებს ვერ ნახავდი, მაგრამ ისინი ნამდვილად დაბრუნდნენ. ეს კარგიცაა, ხანდახან ხელჩანთა ქუჩის სტილს სტილს არ უხდება და თან ბიჭებსაც fanny pack-ის ტარება არ უტყდებათ. ვისაც გინდა აჩუქე
https://krawaii.com/
ტიბოქსიც ასევე საქართველოს ფეშენისტა მოსახლეობაზეა გათვლილი, ოღონდ, ამჯერად, მარტო მწეველებზე. ისინი ხისგან სხვადასხვა დიზაინის სიგარეტის ჩასადებ ყუთებს ამზადებენ. ვის ჩანთაშიც კენტის და პარლამენტის არაესთეტიური კარდონის კოლოფებისთვის ადგილი არ მოიძებნება, მათ გულის (მაგრამ არა ფლიტვების) გახარებაში ტიბოქსი დაგეხმარება.
https://www.facebook.com/Tiboxgeorgia/
თუ განსაკუთრებული კვების რეჟიმი გაქვს და დაიღალე არჩევანის სიმწირით, რომელიც საქართველოს დიდი პრობლემაა, მაშინ Mapelay იზრუნებს შენს წასახემსებელზე. რთულია, ცხოვრობდე აქ და იყო ვეგეტარიანელი, არ ჭამდე გლუტეინს და ზოგადად, ცხოვრობდე ჯანსაღად.
https://www.facebook.com/mapelay/
აწი აღარ მოგიწევს ამაზონის ქექვა თუ ჰარი პოტერის ფანისთვის განსაკუთრებული საჩუქრის გაკეთება გინდა. ოლივანდერმა ჯადოსნური ნივთების მაღაზიაც გახსნა (მრუდე ქუჩაზე არა — აქ).
https://ollivander.ge/