პრემია “იკა” ახალი კულტურული პლათფორმაა, რომლის მისიაც ახალგაზრდა არტისტებისთვის მოტივაციის ამაღლება და მათთვის უბრალოდ მადლობის თქმა იქნება.
პრემიის მიზნები:
- ახალგაზრდა არტისტებისთვის მოტივაციის ამაღლება;
- ახალგაზრდა არტისტების და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია;
- გაამყაროს და აამაღლოს არტისტების თვითშეფასება;
- ხელი შეუწყოს გამარჯვებულ ნომინანტებს შემდგომ საქმიანობაში.
წაიკითხეთ რას წერს პრემია იკა ოფიციალურ ღონისძიებაზე:
,,დადგა ეს დღეც!
გელოდებით პრემია "იკა" -ს დასკვნით და ყველაზე საინტერესო ნაწილზე დასასწრებად !
22 დეკემბერს 18 : 00 საათზე , ღვინის ქარხანაში გამარჯვებული ნომინანტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
მოდი და გაიგე ვინ გახდება პრემიის რჩეული მუსიკის, კინოს, მხატვრობის, ლიტერატურის, ფოტოგრაფიის, Craft-ის, პოსტერის და ილუსტრაციის ნომინაციებში…
– დაათვალიერე მათი ნამუშევრები
– გაიგე რატომ არის მათი შემოქმედება მნიშვნელოვანი
– მოუსმინე შენს საყვარელ მუსიკოსებს
– დააგემოვნე წითელი და თეთრი ღვინო
– გაიგე რა საჩუქრებს ვუმზადებთ გამარჯვებულებს
და დატკბი შემოქმედებითი სფეროს ახალი აღმოჩენებით!
თუ გინდა რომ იყო პირველი ვინც 8 " Brand New " ხელოვანს ნახავს მაშინ მოდი 22 დეკემბერს 18:00 საათზე – დაიწყე შენი შაბათი საღამო და წინა საახალწლო მხიარულება იკას პრემიის მთავარ ცერემონიაზე დასწრებით – მონიშნეთ 22 დეკემბერი თქვენს კალენდარში როგორც Interesting & Busy.
P.S
დასწრება, ღვინო და პროგრამა პრემია იკასგან საჩუქარად
შესასვლელი მელიქიშვილის ქუჩიდან
პრემიის წარმდგენია – ტერაბანკი – terabank''.