საახალწლო ღვინის ფესტივალი #HappyWineYear

 

"ღვინის ქარხანა" და პრინტ ფესტივალი “LIFE N STYLE” წარმოგიდგენთ ყოველწლიურ Art & Design Night Market-ს. ეს ახალი ფორმატის წვეულება-ბაზრობაა, სადაც დაგხვდებათ გუგა ხელაიას ძალიან კარგი მუსიკა, გემრიელი სასმელი და რაც მთავარია ხელოვნებასთან და დიზაინთან დაკავშირებული ნივთების საინტერესო და განსხვავებული ბაზრობა.

 

ვის წარმოუდგენია ახალი წელი ღვინის გარეშე? ალბათ არავის. ამიტომაც პირველად წელს და ამის შემდეგ ყოველ ახალ წელს, წინასაახალწლოდ, ღვინის ქარხანაში ღვინის დღესასწაული მოეწყობა.

22 და 23 დეკემბერს „ღვინის ქარხანა“ საახალწლო ღვინის ფესტივალზე "HAPPY WINE YEAR“ გეპატიჟებათ, რომელიც გაიმართება დიდი ისტორიის მქონე ღვინის ქარხნის პასაჟსა და ღვინის დარბაზში. წინასაახალწლო გამოფენაზე ქართველი მეღვინეები, დიდი და მცირე მარნები შემოგვთავაზებენ იმ განსაკუთრებულ პროდუქტს, რომელსაც გვირჩევენ დღესასწაულის საუცხოოდ გასატარებლად; აქცენტი გაკეთდება სეზონისთვის მოსახდენ ღვინოზე.

ღვინოსთან ერთად წარმოდგენილი იქნება ყველა ის პროდუქტი, რომელიც კარგად და საინტერესოდ ერწყმის ღვინოს. ღვინის ფესტივალზე “HAPPY WINE YEAR” ველოდებით ათასობით ღვინის მოყვარულსა და პროფესიონალს. საახალწლო განწყობა, ღვინის ახალი 2019 წელი, სწორედ აქ, ღვინის ქარხანაში იწყება!