აუქციონი – Who Does She Think She Is?

პირველი არასაქველმოქმედო აუქციონი 2018 წლის თებერვალში გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო დამწყები და უკვე ყველასთვის ცნობილი თანამედროვე ქართველი ხელოვანების ნამუშევრები. არასაქველმოქმედო აუქციონი სისტემატიურად გამართავს მსგავს ღონისძიებებს სხვადასხვა თემის ირგვლივ. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სახელოვნებო ბაზრის განვითარებას , ახალგაზრდა ხელოვანებისა და აუქციონის, როგორც ინსტიტუციის, პოპულარიზაციას.

საქართველოში, ისევე როგორც ყველგან ქალი ხელოვანების ნამუშევრები გაცილებით ნაკლებად არის შეფასებული ვიდრე მამაკაცების. 2017 წლის მონაცემების მიხედვით 100 ყველაზე ძვირადღირებულ ნამუშევრების სიაში მხოლოდ 13 იყო ქალისმიერ შესრულებული. თუნდაც საქართველოს მაგალითზე, რომ განვიხილოთ ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ქალი ხელოვანი ელენე ახვლედიანია, მაგრამ ის გაცილებით ნაკლებად არის შეფასებული ვიდრე იმ დროის მოღვაწე მამაკაცი ხელოვანები. 

როგორია ხელოვანი ქალის მოღვაწეობა ბოლო 20 წლის განმავლობაში? მეორე აუქციონის თემაზე ფიქრისას სწორედ ეს კითხვა აღმოჩნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გადავწყვიტეთ ფოკუსი ქართველ ქალ ხელოვანებზე გაგვეკეთებინა. ჩვენთვის საინტერესოა იმის ძიება თუ რა როლი უჭირავს ქალს ქართული ხელოვნების განვითარების გზაზე. ამის პარალელურად ჩვენთვის ინსპირაციის წყაროდ იქცა “ქალის” ადგილი მამაკაცების ნამუშევრებში, რას ნიშნავს ფემინურობა და არის თუ არა ის რაიმით სქესზე დამოკიდებული. გვინდა ვაჩვენოთ როგორ განვითარდა საქართველოში ქალი ხელოვანის ხედვა, აღქმა და მიდგომა მათი შემოქმედების მიმართ დროთა განმავლობაში. სწორედ ამიტომ წლევანდელ აუქციონზე წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის ქართველი ხელოვანების ნამუშევრები, რომლებიც შესრულეულია ერთამენთისგან განსხვავეულ მედიუმებში. თეა გვეტაძის ინტიმური სიუჟეტის ფერწერა, ხაზს უსვამს თანამედროვე ქალის სითამამეს, საინტერესოა ლია ბაგრატიონის განსხვავებული ტექნიკით შესრულებული კერამიკული ნამუშევარი, ანა ჯიბლაძის ციფრული ფერწერა, გიორგი ხანიაშვილის კერამიკული ბარელიეფი და ასევე ნათელა გრიგალაშვილის ფოტო სერიიდან “მდინარე კოჩკი”. 

იხილეთ აუქციონის კატალოგი ლინკი:
https://view.publitas.com/not-a-charity-auction-apo7mpkykr89/catalogue-2018-draft1/page/1?fbclid=IwAR0-_4RVnE4yROLj8Bv3hQo6D29mbvmlx78lIQ37MC2HaSqsjo1D2ZG6B0g

არტისტების სია:
სალომე ჩიგილაშვილი
ლევან ჭელიძე
თათა ფოცხვერაშვილი
ალექსანდრე ბეგლარიშვილი
ანასტასია ახვლედიანი
ანა ჯიბლაძე
ლია შველიძე
მარიამ ყალაბეგაშვილი
შოთიკო აფციაური
ლია ბაგრატიონი 
ანკა გუჯაბიძე
მაია ნავერიანი
ნათელა გრიგალაშვილი
ანა წოწონავა
თუთუ კილაძე
მარიამ აქუბარდია
ნინო საკანდელიძე
ნინო ქვრივიშვილი
უტა ბექაია
სალომე ჯოხაძე
თეო მასპინძელაშვილი
თამარ ხმიადაშვილი
თეა გვეტაძე 
თამარ ნადირაძე
სალომე დუმბაძე
მაკა ბატიაშვილი
გიორგი ხანიაშვილი

თარიღი: 27 დეკემბერი, ხუთშაბათი
რეგისტრაცია: 19:00 – 21:00
აუქციონის დასაწყისი: 21:00
ადგილი: 14 მერაბ კოსტავას ქუჩა, სასტუმრო ROOMS HOTEL, Garden Hall.

დამატებითი ინფორმაციისთვის:
E-mail: notacharityauction@gmail.com