სელებრითები ქართველი დიზაინერების სამოსით

კორტნი კარდაშიანი გიორგი ქებურიას კაბით ინსტაგრამზე

კარდაშიანების ერთ-ერთი წარმომადგენელი, კორტნი კარდაშიანი ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას კაბით ინსტაგრამზე ფოტოს აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავი ქართველი დიზაინერის პროდუქციას აქტიურად ატარებს, კერძოდ კი, მასზე თავდაპირველად ქებურიას ცნობილი სათვალე შენიშნეს.

 

მიშელ ობამა დემნა გვასალიას სამოსში

Daily Mail-ის ინფორმაციით, მიშელ ობამა Sex And The City-ის ვარსკვლავთან – სარა ჯესიკა პარკერთან გადაცემაში Balenciaga-ს, კერძოდ კი, დემნა გვასალიას სამოსით წარდგა. მას ცნობილი ბრჭყვიალა ჩექმა და ყვითელი კაბა ეცვა. 4 000 $-იანი “ლუქით” მან საკუთარი წიგნი წარადგინა. პირველი ლედის პოზიციაში მყოფ მიშელ ობამას აქამდეც არაერთხელ მიუქცევია მოდის ინდუსტრიაში მოღვაწე პირების ყურადღება.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული კაბა 2019 წლის ზაფხულის კოლექციიდან არის.