ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და სადღესასწაულო განწყობაც მატულობს, ამ განწყობის ასამაღლებლად კი საუკეთესო საშუალება ფილმების ყურებაა.
Home Alone
საშობაო ფილმებიდან ყველაზე მეტად სწორედ ,,მარტო სახლში" გვიყვარს. ფილმი ნამდვილად ნოსტალგიურ განწყობას გვიქმნის და ახალი წლის მოსვლას უფრო და უფრო მეტად გვანდომებს.
You've Got Mail
საახალწლო ფილმებიდან ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილადაა ,,თქვენთვის წერილია". საახალწლო დეკორაციები და სასიყვარულო ისტორია საუკეთესო დუოა.
Miracle On 34th Street
ფილმის სიუჟეტი დიდ მნიშვნელობას ოჯახის ერთად შეკრებას ანიჭებს. აქ ყველაფერია, იმისათვის, რომ ახალი წლის მოლოდინი უფრო გაგიმძაფრდეთ, დაწყებული საშობაო სუფრიდან, დამთავრებული ულამაზესს დეკორაციებამდე. მათთვის, ვინც ახალ წელს ოჯახთან ერთად ხვდება, ნამდვილად საუკეთესო საახალწლო ფილმია.
Bridget Jones
,,ბრიჯიტ ჯონსი" შობის სამზადისს განსხვავებული კუთხით წარმოგვიჩენს. მისი ცნობილი წითელი ღამის პერანგი და სახლის მორთულობის ამბავი ყველას გაახალისებს.
Harry Poter
აქ ალბათ სიტყვებიც ზედმეტია. ჰოგვორტსის მაგიური დეკორაციები და ,,ჰარი პოტერის" გასაოცარი სიუჟეტი პატარასაც და დიდსაც ახალ წელს შეაყვარებს.
Elf
,,ელფი" ნამდვილი საახალწლო კლასიკაა. ახალი წლის დილას ოჯახთან ერთად საუკეთესო იქნებოდა მისი ყურება.
How the Grinch Stole Christmas
ეს ფილმი ყველამ, დიდმა და პატარამაც, კარგად ვიცით. ულამაზესი დეკორაციები, ფანტასტიური სიუჟეტი და ნამდვილი საახალწლო განწყობა, ყველა სკეპტიკურად განწყობილ ადამიანს შეაყვარებს ახალ წელს.
The Holiday
თუ საახალწლოდ სასიყვარულო განწყობაზე დადგომას მოისურვებთ, ამ ფილმზე კარგს ვერაფერს ნახავთ. ცნობილი სცენა ხელნაკეთი დეკორაციებით, ბავშვობაში დაბრუნებას მოგანდომებთ.