ტომ იორკმა ლას-ვეგასში გამართულ კონცერტზე ფანებს შობა მოულოდნელად საშობაო კლასიკის, Silent Night-ის, ცოცხლად შესრულებით მიულოცა.
ფანის მიერ ატვირთულ ვიდეოში Silent Night-ის მელოდია 50-ე წამზე იწყება, აქ ასევე ისმის მსმენელის ოვაციები.
ნამდვილი ფანები მიხვდებიან, რომ ტომ იორკმა Silent Night მალევე შეუმჩნევლად ცნობილ სიმღერა – Reckoner-ში გადაიყვანა. ეს სიმღერა რედიოჰედის 2008 წლის ალბომში In Rainbows მეოთხე სინგლადაა შესული.