Super Bowl 2019 შერჩეული მომღერლები

მრავალი წყარო მოწმობს, რომ Maroon 5 ღონისძიების მთავარი შემსრულებელი იქნება. 

სტატისტიკურად ჯგუფი ჯასტინ ტიმბერლეიკისა და ბრუნო მარსის მსგავსი იმიჯის მქონეა. ბიონსესა და ლეიდი გაგასაგან განსხვავებით, ნაკლებსავარაუდოა, რომ მოცემულმა ჯგუფმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს.

Super Bowl-ისათვის რთულია პერფორმერების შერჩევა, ვინაიდან წლების განმავლობაში უკვე მრავალი მუსიკოსი დაგროვდა, ვინც უკვე გამოვიდა დიდ ღონისძიებაზე – ბრუს სპრინგსტინი, პოლ მაკარტნი, U2, ქეითი ფერი და სხვა. თუმცა, ყველაზე კარგ შესრულებად დღემდე 2007 წლის პრინცის გამოსვლა რჩება.

ღონისძიებაზე ასევე რეპერ ტრევის სკოტსა და დუეტ „აუტკასტის“ მონაწილე „ბიგ ბოი“-ს მოვისმენთ.

სუპერბოულზე გამოსვლისაგან თავსი შეიკავეს რიანამ და კარდი ბიმ. მომღერლებს არ მოეწონათ ის ფაქტი, რომ ამერიკული „ფეხბურთის ეროვნულმა ლიგამ“ (NFL) აკრძალა ფეხბურთელ კოლინ კაპერნიკის ჟესტი, რომლითაც მან აფროამერიკელების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკე გააპროტესტა.