ახალმა წლებმა ჩაიარა და თოვლის ბაბუამ თავისი ვალიც მოიხადა, ახლა მშობლების ხელგაშლილობაზეა მთელი იმედი. ეს ოთხი სტარტაპი ბავშვების გახარების მიზნით შევარჩიეთ (ზოგი მშობლების უფრო).
Kiddco ჩვენი ბავშვობის ოცნებებს რეალობად აქცევს. გვანცა და ნანუცა ქმნიან პატარების ტანსაცმელს, საწვიმრებს და რაც მთავარია, ნივთებს, რომლებსაც ყველასთვის საყვარელი ზღაპრის გმირები იყენებენ.
ნამდვილ, პრინცესულ დიადემაზე ხომ გიოცნებიათ, თავისი ფატით? ალბათ, თქვენი შვილიც იგივეს ნატრობს… ავრორასნაირი გვირგვინი დაიხუროს და მძინარე მზეთუნახავს დაემსგავსოს.
ეს მოსასხამი ორმხრივია, და შიგნიდან კაპიტან ამერიკას ნიშანი ახატია.
ამიერიდან, ბოტების დახმარებით, ბავშვს თავისუფლად გაუშვებთ ეზოში წვიმიან ამინდშიც კი.
https://startuperi.ge/ka/startups/kiddco
შემდეგი სტარტაპიც პრინცესებისთვის არის, ოღონდ არა ზღაპრული. Charlotte-ს შემქმნელების შთაგონების წყარო კემბრიჯის პრინცესა შარლოტას სტილი იყო.



https://startuperi.ge/ka/startups/sharlota
გოგონები ფერადი სამკაულების მიმართ გულგრილად არ არიან განწყობილნი. ხშირად ან თვითონ აწყობენ, ან დედის მძივებს იპარავენ. ინდივიდო აწყობს ფერად აქსესუარებს, რომელიც ეკო-მეგობრულია და როგორც პატარებს, ისე დიდებსაც უხდება.
სამაჯურები ყველგან იყიდება, მაგრამ როდესაც გვინდა ჩვენს კოჭსაც გავუსვათ ხაზი, ბევრი მაღაზია უძლურია, ვერაფერს გვთავაზობს. ინდივიდოს აქვს ულამაზესი, ჭრელი ფეხმაჯური ზაფხულის ცხელი დღეებისთვის. (თუმცა, მათ, ვისაც დაბალი წინდები ზამთარშიც გვაცვია და მშობლებს ვაბრაზებთ, ნებისმიერ დროს შეგვიძლია ეს პროდუქტი მოვირგოთ.)
,,კულონი” მძივის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სახეობაა პატარებისთვის. ალბათ, იმიტომ, რომ ხშირად ხედავენ მსგავს სამკაულს ჯადოქრებზე ან სამეფო ოჯახის წამომადგენლებზე.
ეს შედარებით სადა, მაგრამ მაინც ულამაზესი არჩევანია; ცოტა დიდი გოგოებისთვის.
https://startuperi.ge/ka/startups/individo—INDiviDo
ბაგანას პროდუქცია დედების გულის მოსაგებად უფრო გამოგადგებათ, ვიდრე მათი შვილების. ისინი ბუნებრივი ქსოვილისგან ბავშვის ჩასასმელებს ამზადებენ. ეტლი ხანდახან ზედმეტად დიდი და მოუხერხებელი ტვირთია, მკლავები კი მალე გვეღლება ბავშვის ჭერით, ამიტომაც…
ყავისფერი ბაგანა — 70.00
შედარებით მუქი, არა თვალშისაცემი ბაგანა მათთვის, ვისაც არ უყვარს ჭყეტელა ფერები.
ზღვისფერი ბაგანა — 70.00
ხოლო მათთვის, ვინც ყურადღების მიქცევაზე უარს არ იტყოდა…
ცისფერი ბაგანა — 70.00
Multitasking ახლა ბევრად მარტივი წარმოსადგენია: შეგიძლიათ ბავშვის უყურადღებოდ დატოვების გარეშე ნებისმიერი საქმე აკეთოთ, თავისუფალი ხელებით.
https://startuperi.ge/ka/startups/bagana