ყოველკვირეული რუბრიკა – Mood Board, იზრუნებს კვირის დადებითი ენერგიით დაწყებაზე და თქვენი განწყობის ამაღლებაზე.
კვირის ფერია
იასამნისფერი ლურჯი ფერის სტაბილურობასა და წითელი ფერის დიდ ენერგიას აერთიანებს. ის ხშირად ასოცირდება საგვარეულოსთან, სიმდიდრესთან, ძალაუფლებასა და ამბიციასთან. ის ასევე ასახავს სიმდიდრეს, ექსტრავაგანტულობას, კრეატიულობას, სიბრძნეს, სიმშვიდეს, მისტერიას, მაგიასა და სიამაყეს.
იასამნისფერი ბუნებაში იშვიათად გვხვდება, ამიტომ ის წმინდა მნიშვნელობითაც გამოიყენება.
მოცემულ ფერს სხეულსა და გონებაზე მრავალი დადებითი ეფექტი გააჩნია. ის ამშვიდებს გონებასა და ნერვებს, ანვითარებს წარმოსახვის უნარსა და კრეატიულ აზროვნებას.
კვირის ფერს Pantone-მა სიმბოლურად ცნობილი მუსიკოსის – პრინცის, სახელი უწოდა.
კვირის სიმღერაა
პრინცი – ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, მსახიობი, მულტიინსტრუმენტალისტი, ქველმოქმედი, მოცეკვავე და მუსიკალური პროდიუსერი. იგი თანამედროვე მუსიკაში ნოვატორად ითვლება, მრავალფეროვანი ნამუშევრებით, ექსცენტრიკული სასცენო გამოსვლებით, დახვეწილი ჩაცმულობით და გრიმით, ისევე, როგორც ვოკალური დიაპაზონით. მისი მუსიკა მოიცავს ფანკის, როკის, რიტმ-ენდ-ბლუზის, ახალი ტალღის, ფსიქოდელიის და პოპის ელემენტებს.
კვირის ხელოვნების ნიმუშია

ჯუდი ჩიკაგო ფემინისტური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საინტერესო წარმომადგენელია.
კვირის ფრაზაა