ახალი წელი ბევრისთვის ახალ გამოწვევებს უკავშირდება და ბევრი ცდილობს, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. ამის ერთ-ერთი გზაა ახალ სახლში გადასვლა, ამიტომ იანვარი-თებერვალი შეიძლება ,,ნოვოსელიებით” დატვირთული თვეები გამოდგეს. ,,ბანბანერკა” და შამპანიური კი გვიყვარს ყველას, მაგრამ მათი გათავება ათი წუთის საქმეა… გთავაზობთ უფრო გრძელვადიან 12 საჩუქარს:
კერამიკული სტუდია 1300 ზუსტად ის ადგილია, სადაც სიჭრელის მოყვარული დიასახლისები თავს სამოთხეში იგრძნობენ. მათი ნამუშევრები სიმარტივით და დახვეწილობით გამოირჩევა და გამორიცხულია, ვინმეს არ მოეწონოს.
ვარსკვლავის ფორმის თეფშებით დაწყებული…
…ღორის წლის თემატიკით დამთავრებული, ტასოს და ჯიბუს კერამიკულ სტუდიაში ყველაფერს იპოვნით.
https://startuperi.ge/ka/startups/keramikis-ganviTarebis-centri
ფუნდუკი ამზადებს ხის ნივთებს, რომლებიც მარტივად დასაშლელი და ასაწყობია, რაც მათ ტარებას შესაძლებელს და მოსახერხებელსაც კი ხდის. მათ პროდუქციაში ტანსაცმელს და აქსესუარებსაც იპოვნი, ამიტომ, შენს ადგილას, საჩუქრის შერჩევისას ამ სტარტაპს გულგრილად ნამდვილად არ ჩავუვლიდით.
ამ გრძელ ნახვრეტებს ხედავ? შეგიძლია ნებისმიერში ჩადო საზურგე და როგორც მოგიხერხდება, ისე მოეწყო. მეტი კომფორტისთვის, ბალიშები დაიყარე და მრგვალ ნახვრეტში ჩაის ან ყავის ჭიქა მოათავსე (თუნდაც ლუდის ბოთლი… სულ ერთია).
როცა არ გაქვს დრო, დაჯდე და მაკიაჟს და თმის დაყენებას დიდი დრო დაუთმო, ეს სარკიანი თარო აუცილებლად მხსნელად მოგევლინება: მიირბინე, თმა გადაივარცხნე, ტუში წაისვი და გავარდი.
,,შლოპანცებში” და ,,ადიდასის ფლოსტებში” ფეხის შეყრა კი ფრიად სასიამოვნოა, მაგრამ ზამთარში რამდენად მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა? ეს ნატურალური შალის ჩითები აუცილებლად დაგვიცავს გაყინვისგან, ჩვენი წინაპარი თუშები სამაგისოდ თავს არ გაწირავდნენ…
https://www.facebook.com/Fundukidesigns/
კომოდუსის ძირითადი პროდუქცია კერამიკულია, თუმცა მათ არსენალში ავეჯი და განათებაც აქვთ, რომელსაც ვერ უგულებელვყოფთ.
თუ სადა თქვენც მოგბეზრდათ…
ქოქონათი არის სტარტაპი, რომელიც ამზადებს განათებას, მაგრამ არა ჩვეულებრივს… მათი პროდუქცია ქოქოსისგან კეთება და ძალიან ეგოზტიკურ და რომანტიულ გარემოს ჰქმნის. ყველა სიკეთესთან ერთად, მათ კურიერული მომსახურეობა აქვთ, რომელიც შედის მითითებულ ფასებში.
https://startuperi.ge/ka/startups/qoqonaTi-COCOnut?fbclid=IwAR21NE_jCuU89Yf0qldPJzWxaGP6FuDtpERFDaGKI-TNiHMcy0_ReHnVtlc