სასექსის ჰერცოგინიამ – მეგან მარკლმა, სამეფო ოჯახის სახელით, სექს-მუშაკებს გამამხნევებელი მესიჯები გაუგზავნა. ის პრინც ჰარისთან ერთად საქველმოქმედო ღონისძიებაზე იმყოფებოდა. ისინი ,,One25"-ს საკვები კალათების გამზადებაში ეხმარებოდნენ. აღნიშნული ორგანიზაცია ქალების უფლებების დაცვასა და მათ არასასურველი სამსახურიდან თავის დახსნაში ეხმარება.
მეგანმა ქალებისათვის განკუთვნილ სასაჩუქრე კალათებს "ძლიერი ხარ!", "მამაცი ხარ!" "განსაკუთრებული ხარ!" "გვიყვარხარ" და მსგავსი ფრაზები დაურთო. მოცემულ ვიდეოში ნათლად ჩანს, თუ როგორ ეკითხება მეგანი თანამშრომლებს: "გაქვთ მარკერი? იდეა მაქვს" და ბანანებზე სპონტანურად წერას იწყებს.
საქველმოქმედო ორგანიზაციამ სამეფო ოჯახს მადლობა Twitter-ის გვერზე გადაუხადა:
Very special [unplanned] moment for @One25Charity today ~ Meghan asking for a sharpie and leaving messages "You are special" "You are loved" on packed lunches going out to street workers this evening.
Not many dry eyes in the room tbh#leadership #RoyalVisitBristol pic.twitter.com/wsXBVi1Z6G
— Sam Cavender (@SamCavender) February 1, 2019
წყარო: edition.cnn.com